ბაკურიანის მთის კლუბების ასოციაცია

ასოციაცია | ფედერაცია
5
(1 შეფასება)
თბილისი, ბაკურიანი

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: 10:00-18:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash

მოგეხსენებათ ბაკურიანი წარმოადგენს ერთ-ერთ პოპულარულ ზამთრის კურორტს ჩვნეს ქვეყანაში, სადაც უამრავი ადამიანი ჩადის დასასვენებლად; მათ შორის არიან როგორც მოზარდები ასევე 14 წლამდე ასაკის აღსაზრდელები. სწორედ ამ ასაკის ბავშვების სათხილამურო სკოლების (კლუბები) გაერთიანებას წარმოადგენს ააიპ „ბაკურიანის მთის კლუბების ასოციაიცა“ (BMCA), რომელიც დაფუძნდა 2017 წლის გაზაფხულზე. ამ ეტაპზე ასოციაცია აერთიანებს ბაკურიანში არსებულ 12 სათხილამურო კლუბს, თუმცა სამომავლოდ იგეგმება არამარტო სათხილამურო კლუბების დამატება, არამედ სხვა ზამთრის სპორტის სახეობებში მოღვაწე სკოლების(კლუბების) გაწევრიანება. „ბაკურიანის მთის კლუბების ასოციაიციის“ (BMCA) ძირითადი მიზნებია: 1. ზამთრის სპორტის სახეობების განვითარება, პოპულარიზაცია; 2. ზაფხულის აქტივობების განვითარება და პოპულარიზაცია ბაკურიანში; 3. აღსაზრდელებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება; 4. სათხილამურო კლუბების განვითარება კურორტზე; 5. ჯანსაღი კონკურენცია კლუბებს შორის, შეჯიბრებები; 6. კურორტის პოპულარიზაცია, მეტი ზამთრის სპორტის მოყვარულების მოზიდვა; 7. სხვა მიზნები რომელიც საქ. კანონმდებლობიტ არარის აკრძალული. ასოციაცია, მიზნების მისაღწევად გეგმავს სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობას რათა ბაკურიანში განვითარდეს შესაბამისი ზამთრის სპორტი და მოეწყოს ადგილობრივი ინფრასტრუქტურა, სასრიალო ტრასები, სპორტული მოედნები თუ დარბაზები, შეხვდეს შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს, ტურისტულ სააგენტოებს და სხვა ორგანიზაციებს რათა მიაწოდოს არსებული ვითარება და გააცნოს ის პრობლემები რაც ამ ასოციაციაში გაერთიანებულ იურიდიულ პირებს აწუხებთ. დაეხმაროს ამ პრობლემების დროულად მოგვარებაში. ასევე მოაწყოს ზამთრისა და ზაფხულის თამაშები და შეჯიბრები, რომლებიც საშვალებას მოგვცემს ავამაღლოთ სრიალის დონე არსებულ სათხილამურო კლუბებში და შევქმნათ ჯანსაღი კონკურენცია. მოიძიოს განვითარებული ქვეყნებიდან შესაბამისი ინფორმაცია და ინოვაციები რაც წაადგება კლუბების ახალ ეტაპზე გადასვლას.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
29/04/2018
S
Saba Chikviladze
S