ავტონაწილები ამერიკიდან
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი
თქვენ შეგიძლიათ შეგვიკვეთოთ ნებისმიერი ამერიკული მოდელის ორიგინალი "OEM" ნაწილები.
რას ნიშნავს ორიგინალი ნაწილი?
ხშირ შემთხვევაში საქართველოში ორიგინალ ნაწილად თვლიან თითქმის ყველა ბრენდს ან ფირმას. "მთავარია იყოს გერმანული" ეს ასე არ არის. ორიგინალი ნაწილი ითვლება მხოლოდ ის ბრენდი რომელიც მანქანას მოყვება ქარხნულად. მაგ: Toyota-ს ორიგინალი ბრენდია მხოლოდ Toyota. Chevrolet- ის ორიგინალი ბრენდია GM, Mazda-ს ორიგინალი ბრენდია Mazda, და ა.შ.
თუ საქართველოში ყიდულობთ მაგალითად სამუხრუჭე ხუნდებს და გეუბნევიან - ორიგინალი ხუნდებია და ზედ არ აქვს დატანილი თქვენი მანქანის მარკის ნიშანი (VOLVO, ACURA, HONDA) მაშინ ეს არ არის ორიგინალი ნაწილი. ის შეიძლება იყოს კარგი ხარისხის მაგრამ არ შეიძლება იყოს ორიგინალი.
ასევე ჩვენს შემთხვევაშიც საკმაოდ ბევრი ბრენდია ამერიკული, რომელიც ჩამოგავქვს და მითითებულია რომ არის ორიგინალის შემცვლელი (oem replacement parts) ასეთი ნაწილი არ ითვლება რომ არის ორიგინალი მაგრამ ის არის ამერიკული ბრენდის (მაგ: MOOG, RAYBESTOS, POWER STOP და ა.შ.)