ავტოჰაბი
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი






კომპანია ავტოჰაბი არის პირველი ავტომოლი საქართველოში.
იგი დაარსდა 2017 წელს.
კომპანიის მიზანია იზრუნოს მომხმარებლის კომფორტზე. ჩვენ გთავაზობთ მრავალფუნქციურ მომსახურებას ერთ სივრცეში. ავტოჰაბში თქვენ შეძლებთ შეიძინოთ, გაყიდოთ, იქირაოთ , გაცვალოთ ნებისმიერი კლასისა და მოდელის, თქვენს ბიუჯეტზე მორგებული მეორადი ავტომობილი; აგრეთვე ისარგებლოთ განვადების და ავტოლიზინგის პირობებით; მიიღოთ კლებად ავტოაუქციონში მონაწილეობა; შეძლებთ ტერიტორიიდან გაუსვლელად გადაიფორმოთ ავტომობილი; პირველად საქართველოში მიიღოთ გარანტია მეორად ავტომობილზე. აქ თქვენ მოგემსახურებიან ავტოჰაბის კვალიფიციური კონსულტანტები, რომლებიც გაგიმარტივებენ ავტომობილის შერჩევის დამღლელ პროცედურას.
ავტოჰაბის გუნდი ხშირად მონაწილობს საქველმოქმედო და გარემოსდაცვით ღონისძიებებში. ასევე ცდილობს ხელი შეუწყოს ელექტრომობილების გავრცელებას საქართველოში, რათა შემცირდეს გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურება.
ჩვენ მუდვიმავად ვიკვლევთ მომხმარებლის მოთხოვნებს და ვზრუნავთ სერვისების განახლებაზე !
ჩვენთვის თითოეული თქვენგანის აზრი მნიშვნელოვანია!