არტ ვილა გარიყულა

სხვადასხვა(ორგანიზაციები)
5
(1 შეფასება)
ახალქალაქი, კასპის მუნიციპალიტეტი, სოფ. ახალქალაქი, არტ-ვილა გარიყულა

ჩვენ შესახებ

მუშაობს ყოველდღე 24 საათით

გადახდის ტიპი

არტ-ვილა „გარიყულა“ 2000 წელს, თბილისელი პედაგოგისა და მხატვრის, ყარამან ქუთათელაძის ინიციატივით ჩამოყალიბდა.ჩვენი ვებ გვერდია: garikula.com ხელოვანთა სპონტანური კომუნა, რომელიც 90-იანი წლების ბოლოს, კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქის ნახევრადდანგრეულ,  ძველ მამულში - ე.წ. „ბოლგარსკიაანთ სასახლეში“ იყო დაბინავებული, ნელ-ნელა ორგანიზაციად გარდაიქმნა, რომელმაც სახელოვნებო ცენტრისთვის საჭირო ფუნქციების განვითარება დაიწყო. შეიქმნა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული  ძეგლის რეაბილიტაციის, მისთვის კონკრეტული ფუნქციების მინიჭებისა და მართვის საინტერესო პრეცედენტი, რომლის იდეა "შიდა ქართლის კულტურული მემკვიდრეობის აღორძინებისა და განვითარების ფონდმა" დაამუშავა.  (ფონდის თავმჯდომარე - ყარამან ქუთათელაძე).

"ბოლგარსკიაანთ სასახლე",  1885 წელს,  თბილისელმა სამოქალაქო ინჟინერმა  ვასილი ბოლგარსკიმ  აიშენა სააგარაკოდ.  გასაბჭოების შემდეგ,  იქ სკოლა-პანსიონი მოქმედებდა, რომელიც 70-იანი წლების მიწურულს გაუქმდა. მას შემდეგ შენობამ ფუნქცია დაკარგა; ადგილობრივი გლეხები თუ იყენებდნენ  იქაურობას თივის საწყობად."

შენობას, ჯერ კიდევ საბჭოთა დროს, კულტურის  ძეგლის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული, თუმცა, მოუვლელობის გამო სავალალო მდგომარეობაში იყო.

„შიდა ქართლის კულტურული მემკვიდრეობის აღორძინებისა და განვითარების ფონდის“ ინიციატივით,  ძეგლის ფრთხილი აღდგენა მოხდა. ახალი ფუნქციის შესაბამისად გარდაქმნილი ბოლგარსკების სასახლის  პროექტი საქართველოს დებიუტის თემა გახდა 2004 წლის ვენეციის არქიტექტურის ბიენალეზე. პროექტის სახელწოდება:  "გარიყულა" - თანამედროვე ხელოვნების ცენტრი. 

არტ- ვილას დაარსების მომენტისთვის, სოციალისტური სახელოვნებო სისტემა  უკვე დანგრეული იყო, ქართული ხელოვნება ახალ კონტექსტს ეძებდა. უნდა შექმნილიყო ახალ საგანმანათლებლო და საგამოფენო პრინციპებზე დაფუძნებული, თანამედროვე სისტემა, რაზეც უკვე არსებობდა მოთხოვნა არტისტებს შორის.

არტ-ვილა „გარიყულამ“  კერძო ინიციატივით შექმნილ კიდევ  რამდენიმე  გაერთიანებასთან ერთად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ წარმოქმნილი ვაკუუმი შეავსო. მისი საქმიანობა, სხვა სახელოვნებო ცენტრებთან ერთად,  საქართველოს შემოქმედებითი ცხოვრების რეორგანიზაციის მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა.

დღეს, არტ-ვილა „გარიყულა“ თვითორგანიზებული სისტემის წარმატებული მაგალითია, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტსა და პროგრამასთან ერთად თანამედროვე ხელოვნების ცენტრისთვის საჭირო ყველა ფუნქციას ავითარებს. მათ შორისაა საგამოფენო სივრცე და თანამედროვე ხელოვნების 300  ნამუშევრისგან შემდგარი კოლექცია, ალტერნატიული განათლების პროგრამები, არტისტული რეზიდენცია და ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების ყოველწლიური ფესტივალი Fest i Nova, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციაში.

არტ-ვილა "გარიყულა" აქცენტს აკეთებს ხუთ სამუშაო მიმართულებაზე:

  •         საკურატორო მუშაობა, ორიენტირებული თანამედროვე ხელოვნების ყველა ფორმატსა და მედიაზე.
  •         საინფორმაციო მუშაობა - შეხვედრები, დისკუსიები, კულტურული გაცვლა, ადგილობრივი არტისტების დახმარება  ფართო საკომუნიკაციო ქსელის შექმნაში.
  •         საგანმანათლებლო მუშაობა - ლექციები, სამინარები და მასტერკლასები (თანამშრომლობა თბილისის სამხატვრო აკადემიასთან).
  •         ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობა.
  •         თანამედროვე ხელოვნების  ნამუშევრების  კოლექციის ჩამოყალიბება.
მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
28/04/2018
S
Saba Chikviladze
S