არიფანა

რესტორანი
5
(1 შეფასება)
თბილისი, დ. აღმაშენებელის გამზ. 34

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 12:00-01:00 შაბ: 12:00-01:00 კვ: 12:00-01:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa
ხმაურის დონე დაბალი
ტერასა
დაჯავშნა
Wi-fi

საქართველოს რუკა, ყველა კუთხე ერთ სივრცეში, ძველი ტრადიციები და სუფრის უძველესი კულტურა. სუფრა და მისი თვისებები?! ბევრისთვის ეს ერთი ჩვეულებრივი კალორიებით გაწყობილი მაგიდაა სხვადასხვა არომატით, თუმცა ქართული სუფრა მრავალფეროვანი წესისა და თვისებების მატარებელია. ღვინის მჭრელი არომატით გაჟღენთილი ხორცეული, ყველის ასორტი, ღუმელში გამომცხვარი ცომეული,ბოსტნეული, ცხარე სოუსები და ერთი ამოსუნთქვით დალეული ღვინო - ეს ქართული სუფრაა.
ამ იდეით და ქართული ტრადიციების გაცოცხლებით შეიქმნა პირველი ქართული ეთნო რესტორანი „არიფანა“. არიფანაში თქვენ უკვე შეგიძლიათ ერთ სივრცეში დააგემოვნოთ, საქართველოს ყველა კუთხის კულინარიული ასორტიმენტი და რესტორნიდან გაუსვლელად იმოგზაუროთ საქართველოს რეგიონებში. ჩვენს ეთნო რესტორანში გაცოცხლებულია, ყველა აქამდე მივიწყებული ქართული კუთხური კერძები, თითოეული კუთხისთვის დამახასიათებელი ხასიათით, რომელსაც თანამედროვე გემო ახლავს თან! 
„არიფანა“ ძველ ქართული სიტყვაა და მას დიდი ისტორია მოსდევს. სულხან-საბა თავის ლექსიკონში „არიფანას - მოყვასთა სუფრად შემოკრებით“ განსაზღვრავს. მოგვიანებით „არიფანამ“ მეტი მნიშვნელობა შეიძინა. ძველად როცა მწყემსები, პირუტყვს მთაში მიერეკებოდნენ, ყველა ოჯახი მათ სურსათ-სანოვაგეს ატანდა. მოგვიანებით მთაში მწყემსები კერძებს ამზადებდნენ და სუფრას შეექცეოდნენ, ასეთ სუფრას „არიფანა“ ეწოდებოდა. 

ძველი ტრადიციები და სუფრის უძველესი კულტურა ახალ
აღმაშენებელზე „არიფანაში“ დახვდებათ. იპოვე შენი ადგილი არიფანაში! 

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
03/11/2017
C
Constantine Caava
C

თეგები