არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი

სასწავლო ცენტრი
5
(1 შეფასება)
თბილისი, თ. მღვდლის ქ. 13

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 09:00-19:00 შაბ: 09:00-19:00 კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტმა აღნიშნული სახელით ფუნქციონირება დაიწყო 2014 წლის 14 იანვარს.
შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ვებ გვერდი:reproinstitute.ge ინსტიტუტი შეიქმნა ჟორდანიას ინსტიტუტის ყოფილი თანამშრომლების მიერ. ახალი ინსტიტუტის დამფუძნებელი და სულისჩამდგმელი არის პროფესორი არჩილ ხომასურიძე, საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციის პრეზიდენტი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის რეპროდუქტოლოგიისა და მეანობა-გინეკოლოგიისა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი, რეპროდუქტოლოგთა საერთაშორისო აკადემიის წევრი, საბუნებისმეტყველო, მედიკო-ბიოლოგიურ და სამედიცინო- სოციალურ მეცნიერებათა აკადემიების აკადემიკოსი. 
პროფ. არჩილ ხომასურიძე 1984-2012 წლებში იყო ჟორდანიას ინსტიტუტის გენერალური დირექტორი. მის სახელს უკავშირდება ქართულ მედიცინაში უამრავი პროგრესული წამოწყება - კონტრაცეპციის, ლაპაროსკოპიული და ,,ინ-ვიტრო“ განაყოფიერების ტექნოლოგიების დანერგვა. 
პროფ. არჩილ ხომასურიძის და მისი თანამებრძოლების (პროფ. ზ. საბახტარაშვილი. პროფ. ჯ. ქრისტესაშვილი, პროფ. ნ. მაისურაძე და სხვა) ძალისხმევით პირველად საქართველოს ისტორიაში ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი სამედიცინო დისციპლინა ,,რეპროდუქტოლოგია“. ქვეყანის მასშტაბით დაიწყო მოსახლეობისა და ექიმებისათვის საინფორმაციო-საგანმანათლებლო და სასწავლო პროგრამების შემუშავება და განხორციელება რეპროდუქციული ჯანმრთელობის საქმეში. ინსტიტუტის ექიმების პროფესიონალიზმის წყალობით საქართველოში უშვილო ოჯახებში დაბადებულ ბავშვთა რაოდენობამ წელიწადში 1000-ს გადააჭარბა.
ბოლო წლებში ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა, მათ შორის, მედიცინაზე კომერციალიზაციის უარყოფითმა გავლენამ განაპირობა ახალი რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის გახსნის აუცილებლობა, რომელიც ამჟამად აგრძელებს იოსებ ჟორდანიას დაწყებულ საქმეს ახალ მისამართზე. 
ინსტიტუტი დაკომპლექტდა ჟორდანიას ინსტიტუტის ინტელექტუალური გუნდით, რომელსაც აქვს 50 წლიანი შეუფასებელი გამოცდილება გინეკოლოგიურ ენდოკრინოლოგიასა და უშვილობის მკურნალობაში. საქმიანობას აგრძელებენ ცნობილი ექიმები-რეპროდუქტოლოგ-გინეკოლოგები: ლიდა ფხალაძე, ლალი ფხალაძე (მედ. აკად. დოქტორი), თინათინ ფირცხალავა, ნინო რაჟამაშვილი (მედ. აკად. დოქტორი), ნინო დათოშვილი (მედ. აკად. დოქტორი), მაია პარკაული (მედ. აკად. დოქტორი), უროლოგ-ანდროლოგი ალექსანდრე ხელაია (მედ. აკად. დოქტორი), სექსოლოგი პროფ. ზურაბ მარშანია და სხვები. 
რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის მნიშვნელოვანი სიამაყე და დასაყრდენია ჰორმონული ლაბორატორია. ლაბორატორიულ სამსახურს ხელმძღვანელობს მედ. აკად. დოქტორი ნანა კვაშილავა, რომელიც 2007-2013 წლებში იყო ჟორდანიას ინსტიტუტის ჰორმონული ლაბორატორიის გამგე.

არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია: პროფესიონალიზმი, გულისხმიერება, კეთილსინდისიერება. მისი პრიორიტეტია - მომავალი თაობების აღზრდა და მთელი საქართველოს მასშტაბით სასწავლო-საგანმანათლებლო მუშაობა საკუთარი გამოცდილებისა და ცოდნის გასაზიარებლად.
არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი აგრძელებს საქმიანობას მსოფლიო მედიცინის თანამედროვე მიღწევების კვალდაკვალ თქვენი ჯანმრთელობისა და თქვენი ოჯახების ბედნიერი მომავლისათვის.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
19/11/2017
S
Saba Chikviladze
S