ამტელ ჰოსპიტალი (პირველი კლინიკური)

კლინიკა
5
(1 შეფასება)
თბილისი, წინანდლის ქ. 9

ჩვენ შესახებ

მუშაობს ყოველდღე 24 საათით

გადახდის ტიპი

24 საათიანი ფიზიკური პირებისათვის
ჩაწერა
პარკინგი
Wi-fi

ამტელ ჰოსპიტალი არის,შპს ამტელ ჰოსპიტალი(პირველი კლინიკური), საიდენტიფიკაციო კოდი:406055879
ჩვენი ვებ გვერდია:amtelhospital.ge
ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური შეიქმნა 2011 წ.  სხვადასხვა პროფილის კლინიკების ბაზაზე, მათ შორის შპს „აკად.ზ. ცხაკაიას სახ.თორაკო-აბდომინური კლინიკ“-ის, შპს  „ძმები ზუბალაშვილების   სახ.პედიატრიული კლინიკ-ის“,  შპს „გინიკოლოგიური კლინიკ“-ის, შპს „თერაპიული კლინიკ“-ის, შპს „ოფთალმოლოგირი  კლინიკ“-ის, შპს „ანესთეზიოლოგიური კლინიკ“-ის გაერთიანებით, აღნიშნული კლინიკები წარმოადგენდნენ ქ.თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს  სამართალმემკვიდრეებს.

ქ.თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოს ერთი საუკუნის ისტორია აქვს და თავის დროზე წარმოადგენდა საქართველოში ერთ-ერთ უცნობილეს ჰოსპიტალს, რომელსაც მდიდარი სამედიცინო ტრადიციები გააჩნდა.
 

ჰოსპიტალი სათავეს იღებს 19-საუკუნის დასასრულსა და 20-საუკუნის დასაწყისში, როდესაც ცნობილმა ქართველმა მილიონერებმა და მეცენატებმა ძმებმა ზუბალაშვილებმა საკუთარი სახსრებით შეისყიდეს მიწის ნაკვეთი, ააშენეს, აღჭურვეს და უსასყიდლოდ ქალაქს გადასცეს პირველი ბავშთა სტაციონარი ამიერკავკასიაში. ხოლო შემდეგ მას დაემატა ქირურგიული სტაციონარი ორ ცალ-ცალკე აშენებულ სამსართულიან შენობაში.
 

აღნიშნულ კლინიკებში მოღვაწეობდნენ იმ დროინდელი საბჭოთა კავშირში ცნობილი მედიკოსები და მეცნიერები. მათ შორის პროფ. მ.უგრელიძე, აკად. ი.ფაღავა. ცნობილი ქირურგები ვ.ფიფია და ნ.ანთელავა, ასევე გინიკოლოგიის დარგში  კ.ჩაჩავა, პ.შუშანია,ზ.ჭილაძე, პ.კინტრაია, ხოლო თერააპიის დარგში ა.კანდელაკი, შ.მიქელაძე და ნ. მეგრელიშვილი.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
22/11/2017
S
Saba Chikviladze
S

თეგები