აგარაკი

სხვადასხვა(მომსახურება)
5
(1 შეფასება)
თბილისი, წყნეთი, საირმის ქ. 30

ჩვენ შესახებ

მუშაობს ყოველდღე 24 საათით

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

სიმტკიცე
გეოდეზიური თაღი ფართოთ არის ცნობილი თავისი სიმტკიცით. მისი კარკასი შედგება იკოსაედრალური გეოდეზიური ბადისგან – ყველაზე მტკიცე და ეკონომიური სტრუქტურა ყველა ცნობილ სტრუქტურებს შორის, რომელშიც დატვირთვები და დაჭიმვები გადანაწილდება მთელს წახნაგებზე. გეო თაღის მსუბუქი კარკასი მთლიანად თვითმზიდია, არ საჭიროებს მზიდი კოჭების და ფუნდამენტის მოწყობას. მისი თავისებურებების ხარჯზე გეოთაღს შეუძლია გაუძლოს ექსტრემალურ ატმოსფერულ დატვირთვებს (ქარი, წვიმა, თოვლი), რის გამოც მათი ნახვა არც, თუ ისე იშვიათად პოლარული წრის მიღმაც შეიძლება.

 

ეკონომიურობა
სფერო – ყველაზე უფრო ეკონომიური ფორმაა ბუნებაში, რომელსაც უნარი აქვს მოიცვას მაქსიმალური სასარგებლო ფართი მინიმალური სამშენებლო დანახარჯებით. თაღის საწარმოებლად საჭიროა გაცილებით ნაკლები მასალები, ვიდრე იგივე ფართის სწორკუთხა ნაგებობების შემთხვევაში. ასევე, სფეროსებრ სივრცეში გაცილებით მცირდება გათბობის და კონდიცირების ხარჯები, რადგან სფეროს გააჩნია იდეალური თანაფარდობა ფართობისა და მოცულობის.

 

სწრაფაწყობადობა

გეოთაღის კონსტრუქცია შედგება უნიფიცირებული და მსუბუქი ელემენტებისგან, რომლებიც მზადდება საწარმოში და სწრაფად მონტაჟდება. თაღის მონტაჟი შესაძლებელია ნებისმიერ ზედაპირზე მოკლე დროში და სპეციალური ტექნიკისა და ცოდნის გარეშე. ეს საშუალებას იძლევა მნიშვნელოვანი ეკონომია გაკეთდეს სამშენებლო ეტაპზე დროის და სახსრების თვალსაზრისით.

 

აეროდინამიკა და ვენტილაცია
თაღს გააჩნია ბუნებრივი ვენტილაციის უნიკალური თვისება. თაღის სფერულ ზედაპირს არ გააჩნია “კუთხეები” და ხელს უწყობს ბუნებრივი საჰაერო ნაკადების წარმოქმნას, რომლებიც თანაბარ ვენტილაციას ახდენენ და ათბობენ შიდა სივრცეს. 

ფორმა
თაღის სფერული ფორმა ჰარმონიულია, დადებითად ზემოქმედებს ყველა ცოცხალ არსებაზე და არაჩვეულებრივად ერწყმის ნებისმიერ ლანდშაფტს.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
03/11/2017
C
Constantine Caava
C

თეგები