აბდ ჯორჯია

კვების პროდუქტებით ვაჭრობა
5
(1 შეფასება)
თბილისი, რ. აგლაძის ქ. 32

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-20:00 შაბ: 10:00-20:00 კვ: 10:00-20:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

აბდ ჯორჯია არის, შპს აბდ ჯორჯია, საიდენტიფიკაციო კოდი: 404919013
ჩვენი ვებ გვერდია:abdgeorgia.ge
 

ABD Georgia - მეღორეობის უმსხვილესი კომპლექსი კავკასიაში.

2013 წელს დაარსებული მეღორეობის კომპლექსი განლაგებულია ქალაქ ბოლნისის ეკოლოგიურად სუფთა რაიონში, სოფელ აქაურთაში. კომპლექსის საქმიანობას, საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველების გამოყვანის სფეროში წარმოების ორგანიზებისა და ტექნოლოგიის დონით, ანალოგი არ აქვს.

ABD Georgia შედის უკრაინულ აგრარულ ჰოლდინგში АCD უკრაინა, რომელსაც კომბიკორმის წარმოების ბაზარზე ლიდერის პოზიცია უჭირავს.

ABD Georgia-ს შემადგენლობაში შედის საღორე კომპლექსი, სასაკლაო, ხორცის კომბინატი.

ABD Georgia-ს საღორე კომპლექსი პროექტირებულია ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით. სანაშენო სამუშაო ორგანიზებულია დანიურ კომპანია Breeders-თან ერთად. გოჭების მოვლა და კვება ხორციელდება სანიტარულ ნორმებთან შესაბამისობაში და ადგილზევე კონტროლდება ვეტერინარების მიერ. ახალი, ცივი ხორცი გამოდის TM Meat Land სახელით და ქვეყნის მოწინავე სავაჭრო ქსელებს, ბაზრებსა და რესტორნებს მიეწოდება.

საკლავი წარმოება მაღალტექნოლოგიურობით გამოირჩევა და სისუფთავის თვალსაზრისით საქართველოს პირველ სამეულში შედის. საკუთარი საჯიშე მეურნეობის მასალის გამოყენება ABD Georgia-ს საუკეთესო ხარისხისა და სიახლის გარანტირების საშუალებას აძლევს.

კომპანიის ხორცკომბინატი უშვებს ძეხვეულ პროდუქციასა და დელიკატესებს TM Delicia სახელით ცივი ღორის ხორცისგან, Fressmann-ის გერმანული დანადგარების მეშვეობით. პროდუქცია იბოლება ნატურალურ  ნახერხზე, რის ხარჯზეც სასიამოვნო არომატსა და გამორჩეულ გემოს იძენს.

ABD Georgia კომპლექსის შიგნით საწარმოების უწყვეტი ინტეგრაცია წარმოების მაღალი ნორმის შენარჩუნების, დაუყოვნებელი მიწოდების დანერგვისა და ასორტიმეტის გაფართოების საშუალებას იძლევა.

 

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
20/02/2018
S
Saba Chikviladze
S

თეგები