ტრეიდერთა კლუბი

ფინანსები | ბუღალტერია | აუდიტი
(0 შეფასება)
თბილისი, 19 დავით აღმაშენებლის ხეივანი, Tbilisi, Georgia

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 09:00-18:00 შაბ: არ მუშაობს კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer

საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსი 2018 წლის თებერვალს ქართველი და უცხოელი პროფესიონალი ტრეიდერების მიერ შეიქმნა. დღეს დღეობით კომპანია ველსი ერთადერთი სრულფასოვანი და მრავალფუნქციური საბროკეროა საქართველოს ბაზარზე. მისი დაარსება, სახელმწიფოს მხრიდან, კერძოდ ეროვნული ბანკის მიერ ამ დარგის ლიცენზირებისა და რეგულაციების მიღების მტკიცე ნაბიჯებმა განაპირობა. კომპანია ველსი სპეციალიზდება, როგორც ტრადიციული საბროკერო მომსახურებების შეთავაზებაში, რომელიც მომხმარებლებს პირდაპირ წვდომის შესაძლებლობას აძლევს ისეთ მსხვილ საფონდო ბაზრებთან როგორიცაა AMEX, NASDAX, NYSE და სხვა, ასევე პირველად საქართველოში პროპ-ტრეიდინგული (Proprietary trading) და ალგორითმული (რობოტიზირებული) ვაჭრობის სერვისებში. ამისათვის კომპანია საქართველოს საზოგადოებას სთავაზობს მაღალი დონის სრულფასოვან საგანმანათლებლო პროგრამებს, რაც თითოეული ჩვენგანის კეთილდღეობის ამაღლებაზე და დამატებითი ფინანსური შემოსავლების მიღებაზეა ორიენტირებული.

მიუხედავად კომპანიის ხანმოკლე ისტორიისა, სს ველსი საკმაოდ დამაჯერებლად ზრდის და აფართოებს თავის კომერციულ საქმიანობას რეგიონში, რაც სწორედ არჩეულ სტრატეგიაზე და ბრენდის ნათელ პოზიციონირებაზე მეტყველებს. ცხადია ყოველივეს ხელს უწყობს მომსახურებების მაღალი დონე და პარტნიორების შეუბღალავი რეპუტაცია.

ყველა დაინტერესებულ პირს და ორგანიზაციას საშუალება ეძლევა დაესწროს სს ველსის ღია კარის დღეებს, დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღონ კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შესახებ, გაეცნონ საფონდო ბირჟებზე მოღვაწეობის შესაძლებლობებს, მის უპირატესობებს და თავად გამოცადონ საკუთარი ძალები კომპანიის სავაჭრო დარბაზში პროფესიონალი ტრეიდერების გუნდთან ერთად. ტრეიდერთა პროფესიის ასამაღლებელი სკოლა, სადაც სტუდენტები სამი თვის განმავლობაში დაეუფლებიან ტრეიდერობის ხელოვნებას, საშუალება ეძლევათ მუშაობა გააგრძელონ კომპნიაში პროპ-ტრეიდინგულ გუნდთან ერთად.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

ამ დროისთვის კომპანიაზე არ არის არცერთი შეფასება

იყავი პირველი, შეაფასე კომპანია