მეღვინეობა ვაზიანი

საწარმო
5
(1 შეფასება)
თელავი, მშვიდობის ქუჩა

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

ვაზიანი დაფუძნდა 1982 წელს, რომლის რესტრუქტურიზაცია 2012 წელს მოხდა. მოდერნიზებული ქარხანა აშენებისთანავე აღიჭურვა თანამედროვე იტალიური დანადგარებით და უჟანგავი ლითონისგან დამზადებული რეზერვუარებით. ეს არის უნიკალური საწარმო 
 

ვაზიანის ისტორია 1982 წლიდან იწყება. ქარხანა XX საუკუნის დასაწყისში აშენებულ თელავის N 1ქარხნის ბაზაზე დაარსდა და არის ქართული ღვინის წარმოების ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელი.

პოსტსაბჭოურ პერიოდში მეღვინეობის დარგში შექმნილმა პრობლემებმა განაპირობა ახალი კომპანიის შექმნა, რომელსაც სუვენირულ ნაკეთობათა კომბინატი დაერქვა, რომლის მიზანი იყო 70-იანი წლებიდან ტრადიციად ქცეული უხარისხო ღვინოების ფონზე, სუვენირულ ბოთლებში ჩამოესხა უმაღლესი ხარისხის საუკეთესო ქართული ბრენდები, რაც ხელს შეუწყობდა შეენარჩუნებინათ ცნობილი ბრენდების იმიჯი. ექსპერიმენტმა გაამართლა და დღეს ვაზიანი ამ ისტორიით ამაყობს.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
28/04/2018
S
Saba Chikviladze
S

თეგები