ტურისტული სააგენტო ნიუკაზი

ტურისტული კომპანიები
5
(1 შეფასება)
თბილისი, ს.ჯანაშიას ქ.5

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 11:00 - 22:00 შაბ: 11:00 - 22:00 კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer
გიდის მომსახურება
ტრანსოპრტით მომსახურება

„ნიუკაზი“ გახლავთ პროფესიული ტრეინინგ პროგრამების პროვაიდერი 2005 წლიდან. 2006 წელს კომპანიამ პარტნიორებთან ერთად დააარსა საქართველოს ტურისტული კომპანიების ასოციაცია (GTA) და აქტიურად დაიწყო მუშაობა შემომყვან ტურიზმზე.  „ნიუკაზს“ სხვა კომპანიებისგან გამოგვარჩევს ის, რომ ათვისებული და დამუშავებული აქვს სრულიად ინოვაციური და გამართული ტურისტული მარშრუტები ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა სამცხე-ჯავახეთი და სამეგრელო.

კომპანია აგრეთვე ამზადებს  კადრებს ტურიზმის სფეროში.  განსაკუთრებული გამოცდილება  „ნიუკაზმა“ ტურისტული გიდების მომზადებითა და გადამზადებით შეიძინა.

კომპანიის აგრეთვე გააჩნია კარგი გამოცდილება ბიზნეს-ტურიზმის (MICE Tourism) სფეროში, რაზეც მოწმობს 2010 წელს ჩატარებული კონგრესი - გიდების საერთაშორისო კონფერენცია.

ჩვენი ქცევის, ეთიკისა და კომუნიკაციის ტრეინინგ მოდულები, დიდი პოპულარობით სარგებლობს  ტურიზმის სფეროში,  დასაქმების მსურველთა შორის.

2010 წლიდან კი, ვავითარებთ  გადამზადების ახალ მოდულებს დასაქმებისა და თვითდასაქმების  ხელშეწყობისათვის და აქტიურად ვართ ჩართული  დასაქმებისა და გადამზადების  სახელმწიფო პროგრამებში.

ტურიზმის განვითარების ცენტრი "ნიუკასი" საქართველოს გიდების ასოციაციასთან ერთად ახორციელებს პროექტს  " ტურისტული გიდების სტანდარტიზაცია საქართველოში".  აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ამ პროფესიის პოპულარიზაციას, სათანადო საკანონმდებლო დაცვის მექანიზმების შემუშავებასა და გიდების სართაშორისო ასოციაციების  ფედრაციასთან ინტეგრაციის პროცესს.

"ნიუკაზი" გთავაზობთ სასერტიფიციკაციო ტრეინინგ-კურსებს გიდის და ტურ-მენეჯერის პროფესიის  შესასწავლად.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
24/01/2017
Z
Zura Mosakhlishvili
Z

თეგები