თერმო ცენტრი

სამშენებლო მასალები | სარემონტო საშუალებები
5
(1 შეფასება)
თბილისი, ა. წერეთლის გამზ. 140

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: 10:00-18:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

თერმო ცენტრი არის, შპს თერმო ცენტრი, საიდენტიფიკაციო კოდი: 404872401
კომპანია "თერმო ცენტრი" დაარსდა 2001 წელს, თავდაპირველად ის ბაზარზე სხვა სახელით ფუნქციონირებდა, მხოლოდ 2014 წელს მოხდა კომპანიის რებრენდიგი და აღნიშნული სახელით დამკვიდრება. ქართულ ბაზარზე მისი არსებობა გამოჩენის დღიდან აქტიური და წარმატებულია. წარმატების მთავარ ფაქტორს კი ჩვენს მიერ შემოტანილი პროდუქციის გამორჩეულად მაღალი ხარისხი განაპირობებს. კომპანიის საქმიანობაში შედის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ცენტრალური გათბობის, სანტექნიკის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემების გასამართად საჭირო მასალების იმპორტი საქართველოში. პროდუქციის დიდი ნაწილის შემოტანა იტალიიდან და თურქეთიდან ხორციელდება. მომხმარებელს ჩვენს ქსელში შეუძლია შეიძინოს გათბობის ქვაბები, რადიატორები, აბაზანის საშრობები, წყალგაყვანილობის და სანტექნიკის მონტაჟისთვის საჭირო ცივი და ცხელი წყლის პლასტმასის მილები, ფიტინგები, კანალიზაციის მილები, ფენკოილები, ჩილერები, გაზის და დიზელის სანთურები, ჰელიო სისტემები, საფართოებელი ავზები, წყლის ბოილერები და სხვა მოწყობილობები. თერმო ცენტრი" ამ ეტაპზე ხუთ ფილიალს ფლობს, აქედან სამი თბილისშია განთავსებული, ერთი ქუთაისში და ერთი ბათუმში. კომპანიას ამ ეტაპზე დასაქმებული ყავს 30-ზე მეტი ადამიანი ადმინისტრაციაში და ასევე კონტრაქტორული წესით თანამშრომლობს ამ სფეროში მომუშავე ათობით კვალიფიციურ და პროფესიონალ დამპროექტებელთან და ხელოსანთან. დამპროექტებლები უზრუნველყოფენ ობიექტის მოკვლევას, დაპროექტებას და ხარჯთაღრიცხვის მომზადებას, რის შემდეგაც შესაძლებელი ხდება პროდუქციის ჩვენს ფილიალებში შეძენა და ხელოსნების გამოძახება მონტაჟის გასახორციელებლად.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
10/03/2018
S
Saba Chikviladze
S

თეგები