ტექნიკის მაღაზია - მზე

ტექნიკის მაღაზია
5
(1 შეფასება)
თბილისი, ა.ბელიაშვილის ქ. 8

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00 - 19:00 შაბ: 10:00 - 19:00 კვ: 10:00 - 19:00

გადახდის ტიპი

cash bank-transfer maestro master-card visa
შეკეთების სერვისი
გარანტია
მიტანის სერვისი

 შპს ‘’მზე’’ დაარსდა 1997 წელს. წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების და სხვადასხვა მიმართულებით საქმიანობის შედეგად იგი დღეისთვის ბაზარზე იკავებს ლიდერის პოზიციას. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია პროფესიონალური და საყოფაცხოვრებოკავშირგაბმულობის სისტემები. შპს ‘’მზე’’ კავშირგაბმულობის სისტემების მწარმოებელი რამოდენიმე მსოფლიო ლიდერი ბრენდის ავტორიზებული დისტრიბუტორი და პარტნიორია საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში. იგი ახორციელებს როგორც მათი პროდუქციის რეალიზაციას , სამონტაჟო სამუშაოებს, სერვისულ მომსახურეობას, ასევე აცნობს მწარმოებლებს ჩვენი ბაზრის მოთხოვნებს და საფუძველს უყრის მასზე მორგებული პროდუქტის შექმნას. პარტნიორი უცხოური კომპანიების ნოვატორული მიდგომები მეყვსეულად აისახება ჩვენს ადგილობრივ ბაზარზეც, რაც მომხმარებელს მუდმივად აძლევს იმის საშუალებას, რომ შეიგრძნოს უწყვეტი წინსვლა და არ ჩამორჩეს მსოფლიო ტექნიკურ მიღწევებს.


შპს ‘’მზე’’–ს არჩეულ სფეროში არსებული პროექტების გადასაწყვეტად გააჩნია როგორც საკუთარი მატერიალურ–ტექნიკური ბაზა, ავტორიზებული სერვის ცენტრი და კვალიფიციური თანამშრომლების გუნდი, ასევე პარტნიორი ორგანიზაციების მრავალმხრივი მხარდაჭერა, რაც აძლევს მას საშუალებას დააკმაყოფილოს როგორც კერძო მომხმარებლების ინტერესები, ასევე წარმატებით იმუშაოს სახელმწიფოს წინაშე მდგარი ამოცანების კომპლექსურ გადაწყვეტებზე.


მომხმარებელთან ურთიერთობის გამარტივების მიზნით, კომპანიას საქმიანობის სფერო გაყოფილი აქვს 2 მიმართულებად: პროფესიული კავშირგაბმულობის დეპარტამენტი და საყოფაცხოვრებო საშუალებების დეპარტამენტი.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

****
18/01/2017
Z
Zura Mosakhlishvili
Z

თეგები