თბილისის ზოოპარკი
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი

თბილისის ზოოპარკი დედაქალაქის ყველაზე ეგზოტიკური და საინტერესო პარკია. აქ შესაძლებლობა გაქვთ მოინახულოთ როგორც ადგილობრივი ფაუნის წარმომადგენლები, ისე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ბინადარი ცხოველები – დიდებული თეთრი ლომები, ულამაზესი მოხატულობის წინააზიური ჯიქები, აზიური სპილოები, თეთრი მარტორქა, ჰიპოპოტამი და სხვა.
მრავალფეროვანია ზოოპარკის ფრინველების კოლექციაც – ბაჯბაჯა აფრიკული პინგვინები, სხვადასხვა სახეობის ხოხბები, ამაყი მტაცებლები და თავმომწონე ფარშავანგები.
განახლებულ ეგზოტარიუმში შეგიძლიათ დაათვალიეროთ ფერად-ფერადი თევზები, შხამიანი და მახრჩობელა გველები და სხვა რეპტილიები.
სულ თბილისის ზოოპარკში თავმოყრილია 200-მდე სახეობის 800-ზე მეტი ცხოველი, მათ შორის იშვიათი, გადაშენების პირას მყოფი სახეობები, რომლებიც ბუნებაში მცირე რაოდენობითღა არიან დარჩენილნი.
ზოოპარკი მუშაობს ყოველდღე, უქმეების ჩათვლით.
სამუშაო საათები:
1 მარტიდან 1 მაისამდე: 10:00-დან 19:00 საათამდე.
1 მაისიდან 1 ივნისამდე: 10:00-დან 20:00 საათამდე.
1 ივნისიდან 20 აგვისტომდე: 10:00-დან 21:00 საათამდე.
20 აგვისტოდან 1 ოქტომბრამდე: 10:00-დან 20:00 საათამდე.
1 ოქტომბრიდან 1 დეკემბრამდე: 10:00-დან 19:00 საათამდე.
1 დეკემბრიდან 1 მარტამდე: 10:00-დან 18:00 საათამდე.
შემოსვლის საფასური:
3 წლამდე ბავშვებისთვის ზოოპარკში შემოსვლა უფასოა.
3-დან 12 წლამდე – 1 ლარი.
12 წლიდან ზევით – 2 ლარი.
ტარიფები იგივეა ეგზოტარიუმისთვისაც.
სოციალურად დაუცველებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ზოოპარკში შემოსვლა უფასოა (აუცილებელია შესაბამისი ბარათის წარმოდგენა).
ზოოპარკის ტერიტორიაზე ქცევის წესები:
აკრძალულია:
- ბარიერზე გადასვლა და ცხოველთან მიახლოება. აღნიშნულმა ქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს ცხოველის გაღიზიანება და ადამიანზე თავდასხმის პროვოცირება;
- ცხოველების კვება. საკვები, რომელიც არ არის რაციონით გათვალისწინებული საზიანოა ცხოველის ჯანმრთელობისთვის;
- ცხოველების გაღიზიანება: ხმაური, საგნების სროლა და ა.შ.;
- როგორც ალკოჰოლური სასმელების მიღება, ისე – არაფხიზელ მდგომარეობაში შემოსვლა;
- ნებისმიერი სახის იარაღით შემოსვლა;
- ველოსიპედით, გორგოლაჭებითა და სკეიტბორდით გადაადგილება;
- შინაური ცხოველების შემოყვანა (გარდა შემთხვევებისა, როდესაც ცხოველი მიჰყავთ ზოოპარკის ტერიტორიაზე არსებულ ვეტერინარულ კლინიკაში).