თბილისის ზღვის ჰოსპიტალი
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი




თბილისის ზღვის ჰოსპიტალი არის, შპს კლინიკა თბილისის ზღვაზე,საიდენტიფიკაციო კოდი:400115362
ჩვენი ვებ გვერდია:tsh.ge
გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება (EMERGENCY) მოიცავს: მოზრდილთა ობსერვაციას (4 საწოლზე), ბავშვთა ობსერვაციას (6 საწოლზე) და შოკის დარბაზს (2 საწოლზე). განყოფილება აღჭურვილია თანამედროვე რესპირატორული ტექნიკითა და მონიტორული სისტემებით.
ქირურგიული მკურნალობა
ქირურგიის მიმართულებები: ზოგადი ქირურგია, ტრავმატოლოგია, ნეიროქირურგია, თორაკალური ქირურგია, ანგიოქირურგია, ენდოვიდეო ქირურგია, გინეკოლოგია, უროლოგია, პროქტოლოგია, ყბა-სახის ქირურგია. დეპარტამენტს ემსახურება საოპერაციო ბლოკი 4 საოპერაციო დარბაზით. საოპერაციოები აღჭურვილია თანამედროვე საანესთეზიო ტექნიკით(DATEX OHMEDA, GE), დიგიტალური ეოპით(SHIMADZU), ნეიროქირურგიული მიკროსკოპით(LEICA), ლაპარასკოპული ტექნიკით(EVIS EXERA, OLIMPUS) და სასიცოცხლო ფუნქციების საკონტროლო მონიტორული სისტემებით
პედიატრია
პედიატრიის დეპარტამენტი დაკომპლექტებულია უმაღლესი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალით, რომელიც უზრუნველყოფს ყველა პედიატრიული პათოლოგიის მკურნალობას გულის თანდაყოლილი მანკების გარდა.
ლაბორატორიული დიაგნოსტიკა
ჩვენი ლაბორატორია აღჭურვილია ულტრათანამედროვე გერმანული აპარატურით. დროის მცირე მონაკვეთში შესაძლებელია მაღალი სიზუსტის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა ყველა მიმართულებით.