გობელენისა და მხატვრული ტექსტილის მუზეუმი

მუზეუმები
5
(1 შეფასება)
თბილისი, შარდენის ქ. 19

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-22:00 შაბ: 10:00-22:00 კვ: 10:00-22:00

გადახდის ტიპი

cash

გობელენის მუზეუმი

1960 წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში დაარსდა გობელენისა და მხატვრული ქსოვილების კათედრა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა პროფესორი დავით ციციშვილი, ასევე გივი ყანდარელი და თენგიზ ჯაფარიძე. ამ დროიდან იწყება ქართული გობელენის ხელოვნების განვითარება, აღიზარდა ნიჭიერ მხატვართა არაერთი თაობა, შეიქმნა მრავალი მაღალმხატვრული ღირებულების გობელენი. საქართველოში მხატვრული ტექსტილის განვითარების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები არსებობდა, მაგალითად თექა და ფარდაგი. ამიტომ ქართულმა კულტურამ და საზოგადოებამ ადვილად მიიღო, ბუნებრივად შეითავისა გობელენის ხელოვნება. 
1998 წელს პროფესორებმა გივი ყანდარელმა და თამაზ ნუცუბიძემ დააფუძნეს სამხატვრო აკადემიის ქართული გობელენის მუზeუმი, რომლის ფონდს შეადგენს სტუდენტების მიერ სხვადასხვა წლებში შესრულებული საკურსო, სადიპლომო და საასპირანტო ნამუშევრები. მუზეუმი უნიკალურია თავისი სპეციფიკით მსოფლიოში, რამეთუ თითოეული ექსპონატი შექმნილია მის ტერიტორიაზე, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ფართში.
გობელენის მუზეუმი მდებარეობს თბილისში, შარდენის ქუჩაზე, ძველ ქვემო კალა უბანში, სადაც ტრადიციულად იყო წარმოდგენილი ხალხური რეწვის სახელოსნოები, სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო კერები.
მუზეუმი თავისი არსებობით პოპულარიზაციას უწევს ქართული გობელენის ხელოვნებას, ასევე მას აქვს საგანმანათლებლო დანიშნულება სამხატვრო აკადემიის სტუდენტებისათვის. მუზეუმში რეგულარულად ტარდება მხატვრული ტექსტილის ხელოვნებაში მოღვაწე მხატვრების გამოფენები, იმართება საქველმოქმედო აქციები, სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები.
გობელენის მუზეუმს სტუმრობენ როგორც ქართველი ასევე უცხოელი დამთვალიერებლები, რითაც დიდ ესთეტიურ და სულიერ სიამოვნებას იღებენ.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
27/02/2018
S
Saba Chikviladze
S