თისიესი

სასწავლო ცენტრი
5
(1 შეფასება)
თბილისი, ა.ხორავას ქ.7

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00 - 20:00 შაბ: 10:00 - 20:00 კვ: 10:00 - 20:00

გადახდის ტიპი

visa cash

უცხო ენების თბილისის ცენტრალური სკოლა დაარსდა 1994 წელს. სკოლა 22 წელია, რაც აგროვებს იმ წარმატების რესურსებს, რითაც დღეს მსოფლიო საუკეთესო სკოლათა რიგში დგას. 

"თისიესის" პოპულარობა მხოლოდ მრავალწლიანი გამოცდილებით არ არის გამოწვეული. 21-ე საუკუნის პირობებში ადამიანებს განსაკუთრებულად სჭირდებათ ცოდნა და გამოცდილება, რომელიც სხვებისგან გამოარჩევთ და დაეხმარებათ პროფესიულ წინსვლაში. სწორედ ამ ნიშნით გამოირჩევა "თისიესი", რომლის სტუდენტები თბილისში იღებენ კემბრიჯის და აშშ საერთაშორისო სერთიფიკატებს, სტაჟირებას გადიან დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში პარტნიორ ენის საერთაშორისო კოლეჯების სასწავლო ცენტრში.

2000 წლიდან "თისიესი" არის დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო კოლეჯების Kaplan International Colleges-ის ოფიციალური პარტნიორი სასწავლებელი. აკრედიტირებულია ბრიტანეთის საბჭოს მიერ. თანამშრომლობს ამერიკის საბჭოსთან, სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. არის საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური სამსახურების საბაზო სკოლა. ჩვენს სკოლაში წლების განმავლობაში სწავლობდნენ და ენის ცოდნას იღრმავებდნენ დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს, ირანის საელჩოების, გაეროს, ეუთოს მისიის და სხვა ორგანიზაციების თანამშრომლები. ჩვენი ყოფილი სტუდენტები არიან დღეს უკვე ცნობილი პოლიტიკოსები და ბიზნესმენები, ასევე საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები.

სკოლაში იდეალური პირობებია შექმნილი სწავლებისთვის. ეს არის მყუდროდ და კომფორტულად მოწყობილი თანამედროვე ტექნიკური ბაზით აღჭურვილი სასწავლებელი, რომელიც სასწავლო წელს ნოვატორული იდეებით და პროგრამებით ხვდება.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
23/01/2017
B
Beqa Burjanadze
B

თეგები