თიბისი ლიზინგი

ბანკი
5
(1 შეფასება)
თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ.80

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-19:00 შაბ: არ მუშაობს კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash maestro master-card prime-card tbc-pay visa
ლიზინგი
ბანკომატი
პარკინგი
Wi-fi

სს თიბისი ლიზინგი დაფუძნდა 2003 წელს. 600-მდე კლიენტითა და მათთან გაფორმებული 1500-ზე მეტი მოქმედი ხელშეკრულებით, კომპანია დღეისათვის ლიდერია ბაზარზე 69%-იანი წილით და მართავს 102 მლნ. ლარის პორტფელს. კომპანიაში დასაქმებულია 53 თანამშრომელი. თიბისი ლიზინგის კლიენტები არიან: სამედიცინო, პოლიგრაფიული, სატრანსპორტო კომპანიები, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის, მომსახურებისა და ვაჭრობის, აგრეთვე სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში მომუშავე კომპანიები მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია აქტიურადაა ჩართული სახელმწიფო პროგრამებში ("აწარმოე საქართველოში", სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი, „იაფი აგრო-სესხი“). 2015 წლიდან კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ექსკლუზიურ პირობებს სწრაფ ავტო-ლიზინგზე! ახალი, მეორადი, ადგილობრივი და იმპორტირებული ავტომობილების დაფინანსება - როგორც იურიდიული ისე ფიზიკური პირებისთვისაა განკუთვნილი. კომპანიისთვის ეს პირველი პროდუქტია ფიზიკური პირებისთვის. სისწრაფე და მოქნილობა მიმზიდველს ხდის თიბისი ლიზინგის პროდუქტებს როგორც დამწყები და მზარდი, ასევე შემდგარი მსხვილი კომპანიებისათვის. კომპანია მუდმივად ცდილობს განავითაროს პარტნიორული ურთიერთობები ადგილობრივ მომწოდებლებთან და მომხმარებლებს შესთავაზოს მოქნილი პროდუქტები. ბაზარზე მოწინავე სალიზინგო კომპანიის პოზიციასთან ერთად "თიბისი ლიზინგს" მრავალი სანდო პარტნიორი ყავს, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. მათ შორის არიან: BSTDB, EBRD, RESPONSABILITY, SYMBIOTICS, MICROVEST, TRIPLE JUMP და სხვა.

სოციალური პასუხსიმგებლობა

"თიბისი ლიზინგის" საკრედიტო პოლიტიკით შეზღუდულია ისეთი პროექტების დაფინანსება, რომლებიც ხორციელდება კანონის დარღვევით ან/და შეიცავს ნებისმიერი სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას. ასევე, ისეთი კომპანიების დაფინანსება, რომლებიც დაკავშირებულია ნარკოტიკებით, ეკოლოგიური გარემოს გაუარესების გამომწვევი პროდუქციით ვაჭრობასთან ან წარმოებასთან; ასევე, პროსტიტუციასთან, ფინანსურ სპეკულაციებთან ან აზარტულ სათამაშო ბიზნესთან. გარემოსთვის ზიანის მომტანი პროექტების ფინანსირება თიბისი ლიზინგისთვის ასევე შეზღუდულია მისი კრედიტორების მიერ, მათთან გაფორმებული კონტრაქტების საფუძველზე, რასაც კომპანიის მენეჯმენტი და გუნდი სრულად ეთანხმება. გარემოსდაცვით საკითხებს „თიბისი ლიზინგი“ პასუხისმგებლობით ეკიდება. თიბისი ლიზინგი დიდ ყურადღებას უთმობს მცირე და საშუალო ბიზნესში მოღვაწე კომპანიების დაფინანსებას, ასევე სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას. დასაქმებულთა (მათ შორის, დასაქმებული ქალების) რაოდენობის ზრდა, ადგილობრივ ბაზარზე (მათ შორის, მცირე მეწარმეებისგან) ნედლეულის შეძენა, პროდუქციის ექსპორტზე გატანის გეგმები ის პრიორიტეტული მაჩვენებლებია, რომელსაც "თიბისი ლიზინგი" პროექტის განხილვისას ყურადღებას აქცევს. ამგვარად, კომპანია მაქსიმალურად ცდილობს ჩაერთოს ლოკალური წარმოების და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. 2015 წელს კომპანია ასევე ჩაერთო აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტში (G-PriEd), რომელმაც პარტნიორ ორგანიზაციასთან (Junioer Achievement) ერთად და ადგილობრივი/საერთაშორისო ბიზნესის წარმომადგენლების მონაწილეობით დაიწყო დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის ბიზნესის უნარ-ჩვევების სწავლება. "თიბისი ლიზინგის" გუნდი მოხალისეთა ჯგუფს შეუერთდა, როგორც 2015-2016, ისე 2016-2017 სასწავლო წელს. ჩართულობა ითვალისწინებს ვიზიტებს საქართველოს სკოლებში წინასწარ დაგეგმილი აქტივობების ჩასატარებლად პროგრამების „ჩემი ქვეყანა“, „ფულზე მეტი“, „ჩვენი რეგიონი“ ფარგლებში. ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამა მიზნად ისახავს მოსწავლეებისთვის ისეთი მნიშვნელოვანი უნარების განვითარებას, როგორიცაა კრიტიკული აზროვნება, პრობლემების გადაჭრა, კომუნიკაცია და თანამშრომლობა.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
19/04/2017
Z
Zura Mosakhlishvili
Z

თეგები