აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი

მუზეუმები
5
(1 შეფასება)
თბილისი, გ. ცაბაძის ქ. 6

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-20:00 შაბ: 10:00-20:00 კვ: 10:00-20:00

გადახდის ტიპი

cash

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი არის, სსიპ აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი, საიდენტიფიკაციო კოდი: 202374340
 

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი ერთ-ერთი ყველაზე ძველი მუზეუმია მსოფლიოს მასშტაბით. მუზეუმი დააარსა რუსმა ბუნებისმეტყველმა ნიკოლაი შავროვმა. შენობა, რომელშიც მუზეუმია განთავსებული, 1887-1891 წელს სპეციალურად კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურისთვის აშენდა და ამჟამად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. შენობის არქიტექტორია პოლონელი ალექსანდრე შიმკევიჩი. მუზეუმი გამოირჩევა კოლექციების მრავალფეროვნებითა და მრავალეროვნობით, ექპონატების უმეტესობა კავკასიაში ექსპედიციების დროსა და დამაარსებლის ევროპაში მოგზაურობის დროსაა შეგროვებული, მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნიდან. მუზეუმში წარმოდგენილია ყველაფერი აბრეშუმისა და მეაბრეშუმეობის პროცესის შესახებ: აბრეშუმის პარკის უნიკალური კოლექცია (5000 სხვადასხვა ჯიშისა და ვარიაციის პარკი), ჭიის ბიოლოგია, აბრეშუმის ჭიის კვერცხის (გრენის) კონტეინერების კოლექცია, კავკასიაში დამზადებული კუსტარული ქსოვილების კოლექცია (XIX ს), ჟაკარდული აბრეშუმის ქსოვილის კოლექცია საფრანგეთიდან (XIX ს-ის 90-იანი წლები), გერმანული მაქმანების კოლექცია, ბუნებრივი და ქიმიური საღებავების კოლექცია შეღებილ ძაფებთან ერთად (საღებავები მსოფლიოს 16 ქვეყნიდან), პეპლების კოლექცია (161 სახეობის 314 პეპელა), თუთის ხესთან დაკავშირებული კოლექციები და ა.შ.

მუზეუმს გააჩნია უნიკალური ბიბლიოთეკა, სადაც დაცულია XVIII-XIX საუკუნეების საბუნებისმეტყველო თემატიკის უნიკალური წიგნები რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ, რუმინულ, უნგრულ, ჩინურ, იაპონურ, სპარსულ, არაბულ და სხვა ენებზე. მუზეუმისა და ბიბლიოთეკის ავეჯი არქიტექტორ ალ. შიმკევიჩის ესკიზებითაა შექმნილი და შენარჩუნებულია თავდაპირველი სახით.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
27/02/2018
S
Saba Chikviladze
S