სოფმარ-ი
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი
საზღვაო სააგენტო „სოფმარ“-ი დაარსდა 1992 წელს .
იგი პირველი კერძო, დამოუკიდებელი კომპანიაა საბჭოთა იმპერიის დანგრევის შემდეგ.
ჩვენი ძირითადი საქმიანობაა:
- საზღვაო-სახმელეთო გადაზიდვები
- გემების აგენტირება-მომსახურება (ფოთი, ბათუმი, სუფსა)
- საკონტეინერო გადაზიდვები
- საავტომობილო გადაზიდვები
- სარკინიგზო გადაზიდვები
- არაგაბარიტული ტვირთების გადაზიდვები
- გრუპაჟი - ნაკრები ტვირთის გადაზიდვები
- სანავსადგურო მომსახურება (დატვირთვა-დაცლა)
- ამერიკული მძიმე ავტოტექნიკის შეძენის და ჩამოტანის ორგანიზება
ჩვენ გთავაზობთ: საიმედო სატვირთო გადაზიდვებს პრინციპით „კარიდან კარამდე“, კომპეტენტურ და ხარისხიან მომსახურებას, კონკურენტულ ტარიფებს, ტარიფების ინდივიდუალურ გაანგარიშებებს, საგრძნობ ფასდაკლებებს სოლიდურ დაკვეთებზე, უფასო კონსულტაციას სატვირთო გადაზიდვების სფეროში, პროფესიონალიზმს და ერთგულ სამსახურს.
ფოთისა და ბათუმის ნავსადგურებში „სოფმარ“-ი ამუშავებს შემდეგი ტიპის ტვირთებს: გენერალური, ნაყარი, კონტეინერებში, თხევადი ტვირთი, არაგაბარიტულ ტვირთი. ჩვენს მიერ ორგანიზებული გადაზიდვები ეყრდნობა სწორად და პროფესიულად გათვლილ სქემებს.
„სოფმარ“-ის სათაო ოფისი ფოთშია, წარმომადგენლობები კი თბილისში, ბათუმსა და ერევანში.
„სოფმარ“-ი საერთაშორისო ასოციაციების წევრია: BIMCO, AFG, FIATA, INTERTANKO.
2013 წლის 26 იანვარს მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციამ განსაკუთრებული, მაღალი ხარისხის მომსახურებისთვის და მუშაობისთვის დააჯილდოვა და გადასცა შპს „სოფმარ“-ს საერთაშორისო სერტიფიკატი.