სოციალური კაფე კაფუნე

სხვადასხვა(ორგანიზაციები)
5
(1 შეფასება)
რუსთავი, რუსთავი

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: არ მუშაობს კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

სოციალური კაფის შექმნის იდეა რამდენიმე თვის წინ დაიბადა, ჯერ კიდევ ზაფხულში, როდესაც უბრალოდ ვისხედით სოფო და ლუკა და ვლაპარაკობდით ტრენინგზე. ყველაფერი ისე მოხდა, რომ თავადაც ვერ გავიგეთ და სოფო UNDP-სთან და სხვა ორგანიზაციებთან ერთად „მომადგა კარზე“ იდეით, რომ მათ შეეძლოთ ასე თუ ისე ჩვენი დახმარება. ეს თავიდან შემოიფარგლებოდა მხოლოდ მერიასთან კონტაქტით და მათთან მისასვლელი გზების ძიების პროესის მოსაკვეთად, თუმცა ამ ყველაფერს სხვა ბევრი დახმარება ახლდა თან, იქნება ეს ფინანსური, მეგობრული მხარდაჭერისა თუ სხვა პირებთან კონტაქტების გამონახვის გზით. პროექტის განხორციელება ჯერ-ჯერობით ღია სივრცეში გვიწევს, ეს კარგიც არის და ცუდიც, ხოლო სამომავლოდ შესაძლოა მისი „გადახურვა“.

მოკლედ, ა(ა)იპ „ახალ შესაძლებლობებს“ უკვე აქტიურად გვაქვს დაწყებული სოციალური კაფეს გახსნაზე მუშაობა, ვინაიდან ეს პროექტი არის არაკომერციული, რა თქმა უნდა, კაფეს სამუშაოდან შემოსული შემოსავალი მოხმარდება სივრცის კეთილმოწყობას და კაფუნეს მრავალ პროექტს. ჩვენი მიზანი არ არის კაფეს შექმნა, მისი მუშაობა და ფინანსურად კარგი შედეგის დანახვა, თუმცა, ესეც მნიშვნელოვანია ჩვენი პროექტის სტაბილურობისთვის, ამ სივრცის დანიშნულება ბევრად ფართოა და მოიცავს ხალხის სოციალიზაციდან და მათი იდეების წახალისებიდან დაწყებული, შშმ პირების ინტეგრაციით დამთავრებული, მათ სტიგმატიზაციაზე უარის თქმის კამპანიით და სხვა. ბოლო ჩვენთვის უმთავრესი მიზანია და მის განსახორციელებლად ყველანაირ რესურსს დავხარჯავთ.

ჩვენი რესურსი კი, რა თქმა უნდა, მწირია, და მოგვიწევს ნელ-ნელა შევქმნათ სივრცის ყველა ნაწილი. ჩვენ თითოეული ადამიანის მხარდაჭერის იმედი გვაქვს, ვისაც ცოტათი მაინც გული შესტკივა რუსთავზე და ქალაქში არსებულ ვითარებაზე, ეს არამარტო უმუშევრობას და ინფრასტრუქტურას ეხება, არამედ განათლების დონეს, თვითშეგნებას, ხალხის ჩართულობას ქალაქის მართვაში და სხვა. ჩვენ ვაპირებთ ვითანამშრომლოთ ქალაქ რუსთავის მერიასთან და მათი ყველა კარგი პროექტი მოვიტანოთ რუსთაველებამდე, რათა მათი სამუშაო ფუჭი არ აღმოჩნდეს. ასევე ვეცდებით ყველა სხვა, ჩვენგან დამოუკიდებლად, ან ჩვენთან თანამშრომლობით, განხორციელებულ ან განსახორციელებელ პროექტთან დაკავშირებით ყველას მივაწოდოთ ინფორმაცია.

კაფუნეს „სცენა“ და სივრცე დაეთმობა ყველას, ვისაც ამის სურვილი და შესაბამისი მიზანი და პროექტი ექნება, ჩვენ შეგვეძლება თქვენი იდეების განხორციელება, ამისათვის კი საჭიროა მხოლოდ ჩართულობა, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი არსებობისთვის.

რა გვჭირდება თქვენგან: უპირველეს ყოვლისა, იმისათვის, რომ ყველაფერი ძალიან ძალიან მაგარი გამოვიდეს, გვჭირდება მოხალისეები, მაგალითად, საწყის ეტაპზე კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია საკმაოდ მისახედია და ეს სივრცე წლების მანძილზე ქცეულია შპრიცებისა და მარიხუანის ბოთლების ადგილსამყოფელად, ამიტომ იგი გასაწმენდია, რათა იქ ყველაზე მაგარი სივრცე შეიქმნას, რომელიც რუსთავში არსებობს. სამომავლოდ, კი შესაძლოა თქვენი დახმარება პროექტების ორგანიზებაში, ახალი იდეების მოფიქრებაში, მუსიკალური ფესტივალის დაგეგმვაში და სხვა კარგი რამეების განხორციელებაში დაგვჭირდეს, უკმაყოფილო არავინ დარჩებით ჩვენთან მუშაობით, საკმაოდ მხიარული და კარგი ხალხი, სამეგობრო ვართ.

სამოხალისეოდ, გთხოვთ, შეავსოთ „მოხალისეების სარეგისტრაციო ფორმა“:

https://goo.gl/forms/RarX2f38qqU5ndRp1

მეორე პროექტი, რომელიც კაფუნეს გახსნამდე აქვს, არის „ძველმანებისა და მოძველებული ინვენტარის ახალი სიცოცხლე“, ეს მოიცავს ნებსმიერი ნივთის, ხელახალი ძალით გაღვიძებას, უპირველესად გვესაჭიროება ჭურჭელი, რომელსაც კაფუნეში გამოვიყენებთ, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ: ჩაშკები, მაგები, თუ ჭიქები. შეგიძლიათ მოიტანოთ სხვა ინვენტარიც, რომელსაც ასევე გავაახლებთ და კაფუნეს სივრცეში გამოვიყენებთ. ამით გვინდა გავზარდოთ მოქალაქეთა ჩართულობა, რაც ხელს შეუწობს ასევე მათ მიერ კაფუნეს ოჯახში შემოსვლის გაადვილებას, ვინაიდან თქვენი ჭიქით ჩვენთან ჩაის დალევა, მგონი ძალიან კარგი იქნება, თუ გინდათ კონწიალა სკამიც დაგვიტვოეთ და ხან თქვენ, ხან კი სხვა ისარგებლებს(მათ შორის ჩვენც ;დ).

ამიტომ, როდესაც ამ პროექტის განხორციელებად დავიწყებთ, მოგვიტანეთ ყველაფერი რაც გაგიხარდებათ, ჩვენ კი მათ გამოყენებას შევეცდებით, ყველანაირად ვეცდებით, მართლა.

ბოლოს კი, რა თქმა უნდა, ვგეგმავთ დედათა და ქალთა დღეს ქალბატონებისთვის და არა მარტო, სიურპრიზების მოწყობას, მერიასთან თანამშრომლობით, რაც აქვე დაიდება კიდეც თუმცა ძალიან გვინდა პირველ პროექტად ბავშვთა სახლების დახმარების აქცია გვქონდეს, ამიტომ ამაზეც შეგატყობინებთ, ისე კი, ზოგადად, სოციალური კაფე კაფუნეს ზოგადი მიზნების არასრული ჩამონათვალი აქვეა:

  1. ღია სივრცეში კაფეს მოწყობა და აღნიშნული მომსახურებისა და პროდუქტების შეთავაზება - მისაღებ ფასად;
  2. შეძლებისდაგვარად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმება;
  3. ღია სამუშაო(20:00-მდე) და სარელაქსაციო სივრცის შექმნა კაფეს ტერიტორიაზე;
  4. სამაგიდო და სხვა ინტელექტუალური თამაშების სივრცის შექმნა;
  5. მინი მუსიკალური ღონისძიებების ორგანიზება ადგილობრივი მუსიკოსების მონაწილეობით;
  6. სამომავლო პერიოდში ღია კინოთეატრის მოწყობა და, სეზონურად, რეგულარული ჩვენებების ჩატარება;
  7. „Flea Market“-ის ორგანიზება და სივრცის შეთავაზება მსგავსი ღონისძიებით დაინტერესებული ფიზიკური თუ იურიდიული პირებისთვის;
  8. თავიანთ პროფესიაში და საქმიანობის სფეროში წარმატებული ადამიანების მიერ ლექციების ჩატარება მოსწავლეებისთვისა და სტუდენტებისთვის, მათთვის სამომავლო პროფესიის არჩევის გაადვილების მიზნით - განხილული იქნება ამა თუ იმ პროფესიის გამოწვევები და ინდივიდუალური ადამიანების განვლილი გზა. (წარმატებული ადამიანების მიერ დანახული თავიანთი პროფესია):
  9. საგანმანათლებლო სისტემის პრობლემების წამოწევა საზოგადოებაში და მათი გამოსწორებისკენ გზის ძიება;
  10. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურებისთვის ადგილის გამოყოფა მათთვის დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარებისთვის(ისე, რომ ამან არ შეუშალოს სოციალური სივრცის გამართულად მუშაობას ხელი).
  11. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდობის განვითარებაზე, კულტურულ და სოციალურ ასპექტებზე ორიენტირებული სამსახურებისთვის საინფორმაციო დახმარების გაწევა და საჭიროების შემთხვევაში ფართით უზრუნველყოფა(ისე, რომ ამან არ შეუშალოს სოციალური სივრცის გამართულად მუშაობას ხელი და არ გასცდეს ა(ა)იპ „ახალი შესაძლებლობების“ წესდების გათვალისწინებულ მიზნებს.
  12. ა(ა)იპ „ახალი შესაძლებლობების“ უმთავრესი მიზანია ქალაქ რუსთავის სოციალური გარემოს გაუმჯობესება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება სხვადასხვა პრობლემატურ საკითხთან მიმართებით.
  13. სოციალური, საგანმანათლებლო და საქველმოქმედო ღონისძიებების განხორციელება:

    1. საზოგადოებისთვის აქტუალურ და პრობლემატურ თემებზე სხვადასხვა პროფესიონალების კომპეტენტური პოზიციების მიწოდება სოციალური ქსელისა თუ უფასო ლექცია-სემინარების ჩატარების გზით;
    2. სოციალური სივრცის მომხმარებლების მიერ შემოთავაზებულ პრობლემატურ საკითხებზე უფასო დისკუსიების გამართვა და სპიკერების მოწვევა;
    3. ხელოვნების, ეკონომიკურ თუ სხვა სფეროში მიდინარე მოვლენების შეფასება უფასო დისკუსიების გამართვისა და სპიკერების მოწვევის შედეგად;
    4. „ახალი შესაძლებლობების“ გარშემო შემოკრებილი საზოგადოების მობილიზება ბავშვთა სახლების, მიუსაფართა თავშესაფრების და აღნიშნულის მსგავსი დაწესებულებების დასახმარებლად;
    5. საზოგადოებრივი თვითშეგნების ამაღლებაზე ზრუნვა ისეთ პრობლემატურ თემებზე, როგორიცაა ქალთა წინააღმდეგ ძალადობა, ბულინგი, მოქალაქეთა თანასწორობა, დაუნის სინდრომი და სხვა. სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ა(ა)იპ-ებთან თანამშრომლობის გზით ან/და საკუთარი რესურსების გამოყენებით;
    6. DIY(Do it yourself) ვორქშოფების მოწყობა, როგორც სოციალურად დაუცველი, შშმ პირებისთვის, ასევე ნებისმიერი მსურველისთვის, მათთვის განკუთვნილი თავისუფალი ადგილების შესაბამისად;
    7. ლექციების ჩატარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებზე, მათი სტიგმატიზაციის უარყოფით მხარეებზე მითითებით(მათ მიერ მიღწეულ წარმატებებზე);
    8. სემინარებისა თუ სოციალური ქსელის საშუალებით ინფორმაციის გავრცელება - სხვადასხვა ქვეყნის კულტურის; მუსიკის; წიგნების; ფილმების; ეკოლოგიის; მებაღეობის; მოლაშქრეობის და „ქუჩის ვარჯიშის“ შესახებ;
    9. სამოქალაქო განათლების ახალგაზრდებზე მორგებული უფასო სალექციო კურსის შემუშავება და ჩატარება, სხვადასხვა პროფესიონალების მოწვევით.

მადლობა ყველას, ვინც კი ჩვენს დახმარებას შეეცდებით, ან გვგულშემატკივრობთ, თუნდაც გულით.

ერთად თამაში უკეთესია.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
03/06/2018
S
Saba Chikviladze
S