სმარტ კონკურსი

სასწავლო ცენტრი
3.6
(3 შეფასება)
თბილისი, ვ. ბარნოვის ქ. 38

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

მოსწავლეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამა

2018 წლის სმარტ კონკურისის გაზაფხულის სეზონი განსაკუთრებული სიახლეებითა და გამოწვევებით არის აღსავსე. ჩვენი გუნდის ინოვაციურმა მიდგომებმა სასწავლო პროცესებისადმი განაპირობა სმარტ კონკურის თვისობრივად ახალი, მოსწავლის მიზნებზე, საჭიროებებსა და განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამის ჩამოყალიბება.

გაზაფხულის სეზონის უფასო ოლიმპიადები

გაზაფხულის სეზონზე 4 საგნის სმარტ ოლიმპიადები გაიმართება:

ინგლისური ენის ოლიმპიადის I უფასო ეტაპი - 19 მაისი; ლოგიკის ოლიმპიადის I უფასო ეტაპი - 19 მაისი; მათემატიკის ოლიმპიადის I უფასო ეტაპი - 20 მაისი; ქართული ენის ოლიმპიადის I უფასო ეტაპი - 20 მაისი.

ოლიმპიადის I უფასო ეტაპზე ჩასართავად აუცილებელია გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია ვებ-გვერდზე www.smartgeo.ge 2 მაისიდან.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?!

სმარტ ოლმპიადებში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეს. გაზაფხულის სეზონის განახლებულ ოლიმპიადებში ჩაერთვებიან მოსწავლეები II-დან XII კლასის ჩათვლით.

როგორი ტესტი იქნება?!

ოლიმპიადისადმი ჩვენი გუნდის მიდგომამ განაპირობა სრულიად ახალი, მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული საოლიმპიადე ტესტის შექმნა. ტესტირება ორ ეტაპად გაიმართება, თითოელი ეტაპის ტესტი თავის თავში მოიცავს საგნის 5 ძირითად კრიტერიუმს, რაც საშუალებას აძლევს პედაგოგს, მოსწავლე და მის მშობელს, შეაფასონ საგნის ცოდნის დონე სხვადასხვა მიმართულებებით. გარდა ამისა, 2018 წლიდან I და II ეტაპის ტესტები ურთიერთკავშირშია. ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ რომ ისინი ერთი მთლიანი ტესტის სხვადასხვა ეტაპებია და მათში დაფიქსირებული ქულათა ჯამი წარმოადგენს მონაწილის საერეიტინგო ქულას.

საოლიმპიადე ტესტის შინაარსობრივი მხარე მიმართულია ბავშვის განვითარებისკენ და სრულიად ითვალისწინებს იმ სტანდარტებსა და ნიშან-თვისებებს, რომლებიც აუცილებელია ეროვნული გამოცდების წარმატებით გადასალახად.

ოლიმპიადის I ეტაპი - ტესტური დავალებები; ოლიმპიადის II ეტაპი - ტესტური და წერითი დავალებები.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

Diolomebi gamogbigzsvne da mere gavaketebt shefadebas
07/11/2019
I
Ia Lomadze
5
21/11/2018
N
Nino Mirotadze
*****
12/09/2018
S
Saba Chikviladze
I
N
S