სკოლა პოლიგლოტი

სკოლა
5
(1 შეფასება)
თბილისი, გუდამაყრის ქ. 4

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: არ მუშაობს კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash

სკოლა ”პოლიგლოტი” დაარსდა 2006 წლის იანვარში. მისი იურიდიული სტატუსია შპს (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება). მისი დამფუძნებელია მზია დაუშვილი.სკოლაში არის სწავლების ორი ეტაპი: საბაზო VII-IX და საშუალო X-XII


სკოლა ორიენტირებულია უცხო ენების გაძლიერებულ სწავლებაზე, რისთვისაც სწავლების პროცესში იყენებს ოქსფორდისა დაკემბრიჯის უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამებს.


სკოლაში მუშაობენ პროფესიონალი და გამოცდილი პედაგოგები,რომლებიც ზრუნავენ იმისათვის,რომ მოსწავლეებმა მაქსიმალურად შეძლონ გამოამჟღავნონ თავისი ცოდნა და შესაძლებლობები.


სკოლის მიზანია აღზარდოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნება და განუვითაროს მას გონებრივი,ფიზიკური და ინტელექტუალური უნარ-ჩვევები. ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ მოსწავლეს ჩამოუყალიბოთ ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერება, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა.ხელს ვუწყობთ მათ გააცნობიერონ საკუთარი უფლება-მოვალეობები ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე.


ჩვენ ვამაყობთ ჩვენი კურსდამთავრებულებითა და მათი შედეგებით. ისინი წარმატებით აგრძელებენ სწავლას სხვადასხვა პრესტიჟულ უნივერსიტეტებში.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
16/03/2018
S
Saba Chikviladze
S