სკოლა ჯეჯილი

სკოლა
5
(1 შეფასება)
თბილისი, ი. აბაშიძის ქ. 15

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: არ მუშაობს კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash

"ჯეჯილი“ პირველი კერძო სკოლაა, რომელიც დაარსდა 1992 წელს. ევროპული ორიენტაციის ქართული სკოლის ძირითადი მიზანია, მოსწავლეებს მისცეს მაღალი ხარისხის განათლება, განუვითაროს კრიტიკული აზროვნების, ლოგიკური მსჯელობისა და აკადემიური წერის უნარ-ჩვევები. სკოლის ამოცანაა გააღვივოს მოსწავლეებში სწავლის სურვილი, განუვითაროს თავისუფალი აზროვნება და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი.

სკოლა „ჯეჯილი“ დაკომპლექტებულია კვალიფიციური და ინტელექტუალური პედაგოგებით. მოსწავლეებს ემსახურება გამოცდილი ფსიქოლოგი და ექიმი პედიატრი. სკოლა აღჭურვილია უსაფრთხოების კამერებით და მუშაობს 24 საათიანი დაცვის სამსახური.

სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეების ჩართულობას სხვადასხვა ღონისძიებებში - რესპუბლიკურ და საერთაშორისო პროექტებში. უფროსკლასელებს თავიანთი ინტერესის მიხედვით შეუძლიათ იმუშაონ სხვადასხვა კლუბებში, მოემზადნონ SAT-ის მსოფლიოში აღიარებული მისაღები გამოცდა ამერიკის უნივერსიტეტებში ჩასარიცხად. ) როგორც მათემატიკურ, ასევე ვერბალურ ნაწილში. 

სკოლა ,,ჯეჯილი“ მოსწავლეებს აძლევს საშუალებას ჩააბარონ კემბრიჯის საერთაშორისოდ აღიარებული ინგლისური ენის სასერთიფიკატო გამოცდები KET, PET, FCE და PTE (Pearson Test of English). 

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
16/03/2018
S
Saba Chikviladze
S