საპოვნელა

პარფიუმერია | კოსმეტიკა | ჰიგიენა
(0 შეფასება)
თბილისი, გორგასლის ქუჩა #29, თბილისი საქართველო

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 11:00-დან - 20:00-მდე შაბ: 11:00-დან - 20:00-მდე კვ: 11:00-დან - 20:00-მდე

გადახდის ტიპი

american-express cash master-card visa

საპოვნელა 100%-ით ნატურალური, ხელნაკეთი კოსმეტიკა და სხეულის მოვლის საშუალებები.

„ოქტომბერში თუ ჩვენს მხარეს ჩაგივლია, შეამჩნევდი მიმობნეულს მინდორველად, პაწაწინა მარჯნისფერი ყვავილია, იმერეთში ეძახიან საპოვნელას“

„აქ რამ მოგიყვანა ....? „

ალბათ რასაც ეძებ, 100%-ით ნატურალური სხეულის მოვლის საშუალებებია და თუ იმასაც აღმოაჩენ, რომ მათი უმრავლესობა თხის რძითაა გამდიდრებული, მით უკეთესი. თხის რძესაც ხომ გააჩნია! ჩვენ „გვესოს ფერმის“ ხალასჯიშიანი მოშენების გზით გამოყვანილი უძველესი ქართული ჯიშის ბედნიერი თხების რძეს ვიყენებთ, რომელიც განსაკუთრებულად სასარგებლოა. ლეჩხუმში, ზღვის დონიდან 560 მეტრზე ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარე სოფელ გვესოში არსებული „გვესოს ფერმის“ თხები მთელი დღე ბედნიერად ნავარდობენ, ულამაზესი ხედებით ტკბებიან და მათი ენდორფინების დონე რძეს მარგებელი თვისებებით ამდიდრებს.

ჩვენი „საწარმო“

სიტყვა „საწარმო“, გულწრფელად რომ გითხრათ, სულაც არ შეეფერება სივრცეს, რომელიც შუა ქართლში, გია მერებაშვილის „ღვინის გზას“ მიუყვება და 2000-მდე კვადრატულ მეტრზე გაშენებულ, ხეივნით, ხეხილის ბაღით, ბუნებრივად ამოსულ თუ „მათუსალას“ ხელით აფერადებულ ულამაზეს ყვავილებით სავსე ეზოში აშენებულ, უზარმაზარ სახლს მოიცავს, რომელსაც ყოველი მხრიდან დიდი კარი აქვს და თითოეული ნივთი, ავეჯი, დეკორაცია და ჭურჭელი საინტერესო ისტორიას ატარებს. ახლა უკვე აქ „საპოვნელას“ სხეულის მოვლის საშუალებებიც მზადდება.

„დიდი“ დიასახლისი

ბიბლიური წინასწარმეტყველის (გადმოცემით, ყველაზე დღეგრძელი ადამიანის) სახელი „მათუსალა“ ამ დიდი სახლის დიასახლისის ზედმეტსახელია და არ დაავიწყდება გირჩიოთ - როგორ დაიწყოთ დილა თაფლიანი წყლით, როგორი სასარგებლოა ჭეო, როგორ აძლიერებს იმუნიტეტს ერთი კოვზი თაფლისა და ალოეს რამდენიმე წვეთის სინთეზი და რა სარგებლობა მოაქვს ამა თუ იმ ბალახს და ყვავილს, განსაკუთრებით იმას, რომელსაც ფუტკარი ეტანება. დიახ, სწორედ ის გახლავთ ამ „საწარმოს“ „დიდი“ დიასახლისი.

“იპოვე ის რასაც ეძებ”

„საპოვნელას“ სხეულის მოვლის საშუალებები ხელნაკეთია და მის მომზადებას კულინარიული გემრიელობების შექმნის მსგავსად ოსტატობის გარდა პოზიტიური განწყობა და ემოცია ჭირდება. ჰოდა შევარჩიეთ საუკეთესო ხარისხის, ნატურალური ინგრედიენტები, შევკაზმეთ სამკურნალო მცენარეებით, დავუმატეთ ბედნიერი თხის რძე და ბუნებრივი მოვლის საშუალებებიც შევქმენით.

“გააგრძელე საპოვნელას ისტორია, იპოვე ის რასაც ეძებ და იყავი ბუნებასთან ისე ახლოს როგორც არასდროს...”

მეტის ნახვა

მიმოხილვები

ამ დროისთვის კომპანიაზე არ არის არცერთი შეფასება

იყავი პირველი, შეაფასე კომპანია

თეგები