რესტორანი სტალაქტიდა

რესტორანი
5
(1 შეფასება)
წყალტუბო, სოფ. ქვილიშორი

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-23:00 შაბ: 10:00-23:00 კვ: 10:00-23:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

რესტორანი სტალაქტიდა არის, ი/მ დალი დუგლაძე, საიდენტიფიკაციო კოდი: 60001065157

 

რესტორანი "სტალაქტიდა" მდებარეობს წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვილიშორში, პრომეთეს მღვიმესთან. 

      ინტერიერი სრულად აკმაყოფილებს ნებისმიერი სტუმრის გემოვნებას:

      მთავარი დარბაზი თანამედროვე ევროპულ სტილშია გადაწყვეტილი; მცირე დარბაზი "მარანი" ტრადიციული ქართული მარნის ატრიბუტებით არის გაფორმებული; კუპე "მონადირე" შექმნილია ნადირობის მოყვარული სტუმრებისთვის, კუპე "სტალაქტიდა" წარმოადგენს მღვიმის იმიტაციას, რომელიც გაფორმებულია ძველებური ბუხრით და პირველყოფილი ადამიანის იარაღებით, კუპე "იმერეთი"-ს კედლები მოხატულია ძველი იმერეთის ამსახველი პეიზაჟებით. ზაფხულის თბილი საღამოების გატარება კი სტუმრებს რესტორნის ულამაზეს ღია დარბაზშიც შეუძლიათ.ხოლო "სტალაქტიდას" ეზო ყოველთვის განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს ჩვენს სტუმრებს შორის. 

       რესტორანი გთავაზობთ ტრადიციულ ქართულ და ევროპულ სამზარეულოს, ასევე, უგემრიელეს საფირმო კერძებს "სტალაქტიდას" შეფ-მზარეულისგან. 

       რესტორნის მთავარ დარბაზში სტუმრებს შეუძლიათ დატკნენ ქართული და უცხოური მუსიკის ცოცხალი შესრულებით.
        შეარჩიეთ თქვენი დღესასწაულის აღსანიშნავად რესტორანი სტალაქტიდა - მეტი ვიდრე უბრალოდ რესტორანი! 
მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
06/06/2018
S
Saba Chikviladze
S