პრაიმი

სადაზღვევო კომპანია
(0 შეფასება)
თბილისი, ა. ყაზბეგის 32ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

მუშაობს ყოველდღე 24 საათით

გადახდის ტიპი

american-express cash master-card visa
ჯანმრთელობის დაზღვევა
ქონების დაზღვევა
დაზღვევა

პრაიმი ევროპული ინვესტიციებით შექმნილი დასავლური სტანდარტების სადაზღვევო კომპანიაა. მომხმარებელზე აქ 2007 წლიდან ზრუნავენ. 2018 წელს კომპანიამ რებრენდინგი განახორციელა და ბაზარზე ახალი განახლებული სახელით, შესაძლებლობებითა და ხედვებით წარსდგა. პრაიმის მთავარი უპირატესობა მის მოქნილობასა და ანაზღაურების სისწრაფეშია.

კომპანიის მთავარი მიზანი მომხმარებლის კმაყოფილებაა. სწორედ ამიტომ, ჩვენთან ყველა კლიენტი VIP სტატუსით სარგებლობს, ეს კი მნიშვნელოვანია!

პრაიმი გამოირჩევა სტაბილურობით, მზარდი კაპიტალით, პროვაიდერთა ქსელის მრავალფეროვნებითა და კონკურენტული პროდუქტებით. მოქნილი შიდა სტრუქტურა გვეხმარება კლიენტზე მორგებული მობილური სერვისებისა და მომსახურების მაღალი სტანდარტების დანერგვაში. ეს კი ჩვენი მომხმარებლის კმაყოფილების მაღალ ხარისხს განაპირობებს.

პრაიმის აქციონერი ევროპული საინვესტიციო კომპანია Mercury Europe Holdings SA ფლობს მრავალმილიონიან კაპიტალს ბრიტანეთსა და გერმანიაში უძრავი ქონებისა და სხვადასხვა ბიზნესების სახით. კომპანიის სათაო ოფისი ლუქსემბურგშია.

უკანასკნელი წლების განმავლობაში კომპანიას ორი ფილიალი შეემატა - ფოთსა და ბათუმში. უახლოეს მომავალში პრაიმი კიდევ გეგმავს განვითარებას და ორიენტირებულია სწრაფ განვითარებაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

· მომსახურების გარანტირებულად მაღალ ხარისხს

· ანაზღაურების მაქსიმალურად მოქნილ და გამარტივებულ პროცედურას

· დასავლურ სტანდარტებს

· მომხმარებელზე ორიენტირებულ თანამედროვე ტექნოლოგიებს

· პერსონალურ სადაზღვევო მენეჯერს

· ასისტანსის მომსახურებას 24/7

· დაზღვევის ყველაზე გამჭვირვალე პირობებს

· სადაზღვევო პროდუქტების სრულ პაკეტს

· პროვაიდერთა მზარდ ქსელს და არაპროვაიდერთა არჩევანის შესაძლებლობას

· მომხმარებლებზე მორგებულ შეთავაზებებს, საჩუქრებსა და აქციებს

· სადაზღვევო პრემიის (თანხის) გადახდის თქვენთვის მისაღებ ვარიანტს

მეტის ნახვა

მიმოხილვები

ამ დროისთვის კომპანიაზე არ არის არცერთი შეფასება

იყავი პირველი, შეაფასე კომპანია

თეგები