ფიფლ ინ ნიდ

სხვადასხვა(ორგანიზაციები)
5
(1 შეფასება)
თბილისი, გ. ქიქოძის ქ. 16

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: არ მუშაობს კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

"ფიფლ ინ ნიდ" საქართველოში

ორგანიზაციამ „ფიფლ ინ ნიდ" საქართველოში ფუნქციონირება 2006 წელს, დაბრუნებული მოსახლეობის რეინტეგრაციის ხელშეწყობით დაიწყო. დღესღეობით, საქმიანობის დაწყებიდან 10 წლის თავზე, PIN-ის მისია საქართველოში საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა ამოსავალ პრინციპს კვლავ წარმოადგენს გაჭირვებაში მყოფი ადამიანების უზრუნველყოფა უფლებით თავისუფლად განკარგონ საკუთარი სიცოცხლე. საქართველოში PIN-ის საქმიანობის მთავარი მიზანია სიღარიბისა და უთანასწორობის დაძლევა, განსაკუთრებით სოფლად, შემდეგი მიდგომების გამოყენებით: 1) ღარიბი მოსახლეობის მიერ ეკონომიკური ზრდიდან სარგებლის მაქსიმალურად მიღება (სოფლის მეურნეობის განვითარება) 2) მოსახლეობის, ორგანიზაციებისა და ქსელების შესაძლებლობების გაძლიერება, მათ მიერ ცვლილებების ადვოკატირებისა და შემდგომი დანერგვის მიზნით (სამოქალაქო საზოგადოების განვითარება) და 3) საზოგადოების უკიდურესად ღარიბი და მოწყვლადი ჯგუფების დაცვა, რომლებიც დარჩენილნი არიან პროცესებს მიღმა (სოციალური დაცვა და ინტეგრაცია). დღესდღეობით, PIN-ი თავის საქმიანობას ახორციელებს თბილისში, ქუთაისსა და ყაზბეგში მოქმედი ცენტრალური ოფისების საშუალებით და თანამშრომლობს 10-ზე მეტ ადგილობრივ პარტნიორულ ორგანიზაციასთან. PIN-ში დასაქმებულია 25-ზე მეტი ადგილობრივი თანამშრომელი, ასევე 3 უცხოელი ექსპატი. 

სოფლის მეურნეობა და სასოფლო სექტორის განვითარება

PIN ხელს უწყობს მცირე გლეხებისა და მათი ოჯახების მიერ სიღარიბიდან თავის დაღწევას. PIN უზრუნველყოფს ფერმერული კოოპერატივების შექმნას, მათ წვდომას ინფორმაციის, ბაზრებისა და სერვისებისადმი, რომლებიც არსებითად მნიშვნელოვანია მათი საარსებო წყაროს გასავითარებლად. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, PIN-ი ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს, ფერმერებიდან დაწყებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროფესიული ასოციაციების ჩათვლით და ხელს უწყობს მათი შესაძლებლობების გაძლიერებას. PIN-მა დანერგა LEADER მიდგომა საქართველოში და შექმნა ადგილობრივი მოქმედების ჯგუფები, რომლებიც თავად განსაზღვრავენ თუ რა ტიპის ინვესტიციებია საჭირო სოფლის მეურნეობის დივერსიფიკაციის და ახალგაზრდების სოფლად დარჩენის შესაძლებლობებით უზრუნველყოფის მიზნით.

სამოქალაქო საზოგადების განვითარება და ადგილობრივი მმართველობა

PIN-ის მიზანს წარმოადგენს ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები კონსტრუქციულად იქნებიან ჩართულნი ადგილობრივ თემში არსებული მწვავე საკითხების მოგვარების პროცესში. ამ მიზნით, PIN-ი იყენებს თანამონაწილეობრივი გადაწყვეტილების მიღების მექანიზმებს. კერძოდ, ორგანიზაცია ხელს უწყობს სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლების შესაძლებლობების ამაღლებას. PIN-ი გასცემს გრანტებს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მუნიციპალიტეტებსა და აქტიურ მოქალაქეებზე, კერძოდ კი, ახალგაზრდებზე და ამგვარად, ხელს უწყობს მათ მიერ საზოგადოებრივი საკითხების ერთობლივი გადაჭრის მცდელობებს; ამავდროულად, PIN-ის მიზანია წაახალისოს ადგილობრივი პროცესების დაფინანსება თავად ამ ერთეულების მიერ.

სოციალური დაცვა და ინტეგრაცია

ჩეხეთის რესპუბლიკაში მიღებული მდიდარი გამოცდილების საფუძველზე, PIN-ი ახდენს ეფექტური მექანიზმების დანერგვას ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის კოორდინაციის ხელშეწყობის, სოციალური სერვისების ხარისხის გაუმჯობესების და სასოფლო რეგიონებში სერვისების მაქსიმალური მისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით; PIN-ის მიზანს ასევე წარმოადგენს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობა. გრანტების, ტრენინგების და სემინარების საშუალებით, PIN ახდენს სოციალურად დაუცველი ადამიანების დამწყები ბიზნესების ხელშეწყობას და სოციალური საწარმოების დაფუძვნებას. ინოვაცოური მეთოდების გამოყენებით, როგორიცაა დოკუმენტური ფილმების მეშვეობით ცნობიერების ამაღლება და მოსახლეობაში დებატების პროვოცირება, PIN-ი ცდილობს დაარღვიოს სოციალურად დაუცველი ჯგუფების მიმართ საზოგადოებაში არსებული სტიგმა.

მიმდინარე პროექტების ძირითადი დამფინანსებლები ევრო კომისია და ჩეხეთის მთავრობა გახლავთ.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
11/05/2018
S
Saba Chikviladze
S