საბავშვო ბაღი პატრონუსი

საბავშვო ბაღი
5
(1 შეფასება)
თბილისი, გ. კარტოზიას ქ. 10

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-19:00 შაბ: 10:00-19:00 კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

“პატრონუსი” გამორჩეული ბაღია. აქ ბავშვები თავად არიან სასწავლო პროგრამის ავტორები. სასწავლო კურიკულუმი შედგება მათზე დაკვირვებით, მათი ძლიერი მხარეებისა და ინტერესების გათვალისწინებით. ბაღის გარემოში, თითოეული ბავშვი არის პროცესის თანაბარუფლებიანი მონაწილე. მათ აქვთ საკუთარი აზრები, ფიქრები და შეკითხვები, რომლებიც დაფასებული და გათვალისწინებულია.

“პატრონუსის” უკან დგას გუნდი, რომელმაც არაერთი წარმატებული საგანმანათლებლო პროექტი შექმნა. ნიუტონის თავისუფალი სკოლა, ნიუტონის ფრესქული და ბაღი ფელიქსი - ამ წარმატების მხოლოდ რამდენიმე მაგალითია.

სწავლის პროცესში უდიდესი როლი აქვს პროექტებზე მუშაობას, რომელიც დაფუძნებულია კვლევით სწავლებაზე. ბავშვები გამოხატავენ, აზიარებენ, წარმოაჩენენ და განიმტკიცებენ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას. ჩვენი ბაღის ხედვით, ბავშვი არის ძლიერი, შრომისუნარიანი, დამოუკიდებელი, ცნობისმოყვარე და ფართო წარმოსახვის მქონე პიროვნება.

“პატრონუსის” მიზანია, გავაძლიეროთ ბავშვებში აზროვნების, შემეცნებისა და კვლევის უნარები, რაც დაეხმარება მათ ჩამოყალიბდნენ დამოუკიდებელ ადამიანებად და თავადვე იყვნენ პასუხისმგებელნი საკუთარ არჩევანსა და გადაწყვეტილებებზე.

ჩვენს გარემოში ბავშვებს უსმენენ. მათი ნებისმიერი სურვილი, აზრი თუ შეკითხვა მნიშვნელოვანი და ფასეულია. კვლევისა და კითხვების დასმის შედეგად, მათ იციან, რომ დაიკმაყოფილებენ ცნობისმოყვარეობასა და მიიღებენ ახალ გამოცდილებას.

ინფორმაციის მისაღებად, დაგვიკავშირდით: 555 225282, 599 430402 ან მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: info@patronus.edu.ge

ბაღი “პატრონუსის” მისამართია: გ. კარტოზიას ქ. N10, M2 იპოდრომთან

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
22/08/2018
S
Saba Chikviladze
S