ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი

სტომატოლოგიური კლინიკა
5
(1 შეფასება)
თბილისი, ვ. ფშაველას გამზ. 70ბ

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-20:00 შაბ: 10:00-20:00 კვ: 10:00-20:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash
ჩაწერა

ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი არის, შპს ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი, საიდენტიფიკაციო კოდი: 205291236
 

სტომატოლოგიური კლინიკა ”ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი” მოხარულია მოგესალმოთ ჩვენს ვებ-საიტზე. ჩვენი გუნდი მზადაა გადაჭრას თქვენი ყველა პრობლემა. ჩვენი კლინიკა კომფორტის და ხარისხის გარანტიაა.

ნინო ბერიძემ შეძლო შეეკრა მეგობრული და პროფესიული კოლექტივი. ჩვენი კლინიკის დიპლომირებული სპეციალისტები გულდასმით ისმენენ ყველა პაციენტის პრობლემებს და სთავაზობენ მკურნალობის ყველა შესაძლო გეგმას უმოკლეს დროში.

ჩვენ გთავაზობთ მყუდრო და მხიარულ გარემოს თქვენთვის და თქვენი შვილებისათვის. პროფესიონალი ექიმები და მეგობრული კოლექტივი სასიამოვნოდ დაუვიწყარს გახდიან ჩვენთან ვიზიტს. კლინიკის პედიატრიულ განყოფილებაში შეასწავლიან თქვენს პატარას პირის ღრუს მოვლის უნარ-ჩვევებს და კბილების მკურნალობას თამაშის სახეს მისცემენ. ბავშვებს პატარაობიდანვე ვუხსნით შიშს სტომატოლოგიური მანიპულაციის მიმართ. ჰიგიენის გაკვეთილები, რომლებსაც პატარებისთვის ვატარებთ, კარიესის პროფილაქტიკას და შიშების დაძლევას ემსახურება. ამ გაკვეთილების შემდეგ პატარები უპრობლემოდ სხდებიან სტომატოლოგიურ სავარძელში. კბილების ფთორ-ლაკით დაფარვა კარიესის პროპილაკტიკის საუკეთესო საშუალებაა.

ჩვენი მუშაობის წესი ნამდვილი ინოვაციაა საქართველოსთვის.

არსებული სიახლეების მიღმა, რომ არ დავრჩეთ ჩვენი სპეცვილისტები გამუდმებით ესწრებიან სამედიცინო კონფერენციებს და მასტერკლასებს. თანამედროვე სტომატოლოგია ძლიერ განსხვავდება იმ მკურნალობისგან, რომელიც თუნდაც 15 წლის წინ ტარდებოდა. დაივიწყეთ დისკომფორტი, ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნებები, დაკავშირებული წარსულის სტომატოლოგიასთან. უახლესი მეთოდები, თანამედროვე მასალები, მაღალი ხარისხის აპარატურა, მინიმალური დროის დანახარჯი და მაქსიმალური რეზულტატი გახლავთ თანამედროვე სტომატოლოგია.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ვირტუალურ სივრცეში. ჩვენი საიტის ფურცლებზე შევეცდებით მაქსიმალურად გიამბოთ სტომატოლოგიის შესახებ, წაიკითხეთ, ისწავლეთ, დაგვისვით შეკითხვები და მობრძანდით ჩვენთან. ჩვენ მხოლოდ მოხარულები ვიქნებით.

უპირველეს ყოვლისა, გვინდა გიამბოთ თუ როგორ ვაპირებთ თქვენთან ურთიერთობას:

პირველ რიგში ინდივიდუალურად, ანუ ჩვენ ვაფასებთ მთლიანად პირის ღრუში არსებულ სიტუაციას, კბილების საერთო მდგომარეობას, თანკბილვას, პაროდონტის ქსოვილების მდგომარეობას, ზოგადი დაავადებების ზეგავლენას (გენეტიკურ ფაქტორს), მემკვიდრეობას. გირჩევთ თუ რა არის სასწრაფო და რისი გადადებაა შესაძლებელი.

მეორე, რა თქმა უნდა, ჩვენ გთავაზობთ თანამედროვე სტომატოლოგიის ყველა მიღწევას. მაგრამ, ჩვენი აზრით, საკუთარ კბილებზე ძვირფასი არაფერია. ჩვენი მკურნალობის გეგმის შემოთავაზებისას, პირველ ყოვლისა , გირჩევთ იმას, რასაც ჩვენ თავს ვურჩევდით.

მესამე ესაა ფასი, ჩვენთან არსებობს ფასდაკლების სისტემა, დაგროვებითი პროგრამები, სეზონური აქციები და განვადებები. რაც უფრო ხელმისაწვდომს ხდის მკურნალობას.

ჩვენ ვდგავართ ჩვენი პაციენტების გვერდით და ვაგვარებთ მათ ყველა პრობლემას. ჩვენ ძალიან გვახარებს თქვენთან დამეგობრება. ვიცით, რომ თქვენ გვანდობთ თქვენთვის ყველაზე ძვირფასს - თქვენს ჯანმრთელობას. ჩვენი მიზანია - იგრძნოთ თავი თავდაჯერებულად და ახალგაზრდად მრავალი წლის მანძილზე.

იხილეთ ჩვენი გვერდი Facebook-ზე “ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი”

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
02/08/2018
S
Saba Chikviladze
S