ნაის რუმი

უძრავი ქონების სააგენტო
(0 შეფასება)
თბილისი, თბილისი

ჩვენ შესახებ

მუშაობს ყოველდღე 24 საათით

გადახდის ტიპი

american-express maestro prime-card visa

ნაის” (Nice) ინგლიური სიტყვაა და ნიშნავს კარგს, სასიამოვნოს, ლამაზს, მორგებულს, სწორად განსაზღვრულს; ხოლო “რუმი” (Room) – ნიშნავს ოთახს

“ნაის რუმის” როგორც კომპანიის ისტორია 2014 წლის ივნისში იწყება, როცა სამშენებლო-დეველოპერულ სფეროში კარგად გამოცდილი პარტნიორები შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს საკუთარი საქმის დაწყება.

პირველი პროექტი რომელზეც კომპანიამ მუშაობა დაიწყო, არის “იდეა ავლაბარი”, - დაახლოებით 250 ბინიანი, 3 ბლოკიანი საცხოვრებელი შენობა. ამ პროექტის ფარგლებში კომპანიამ, მიწის მესაკუთრეთა ჯგუფთან მოლაპარაკების შემდეგ ბანკიდან გამოისყიდა მიწის მესაკუთრეებისთვის პრაქტიკულად დაკარგული მიწა, შეადგინა არქიტექტურული პროექტი, ბიზნესის განვითარების კონცეფცია და მიწა საკუთრებაში გადასცა შპს “საქართველო-ისრაელის ბიზნეს ჯგუფს”, რომელმაც შემდგომში განახორციელა მშენებლობა.

პროექტის ფარგლებში, “საქართველო ისრაელის ბიზნეს ჯგუფთან” შეთანხმებით ჩვენი კომპანია ახდენდა მარკეტინგული საქმიანობის წარმოებას და საცხოვრებელი და კომერციული ფართების რეალიზაციას.

პარალელურ რეჟიმში ჩვენმა კომპანიამ დაასრულა 8 აგვისტოს ომის შედეგად შეჩერებული მშენებლობა ე.წ. “ბ ბლოკი” და გადასცა ბინათ მესაკუთრეებს.

2016 წლის იანვარში, ხდება კომპანიის რებრენდინგი, - ჩნდება სახელი “ნაის რუმი” და კომპანია იწყებს 2 ახალ პროექტს ავლაბარსა და გლდანში. განსხვავებით პირველი პროექტისაგან, ორივე ახალ პროექტში მიღებულია გადაწყვეტილება რომ მშენებლობა აწარმოოს თავად უკეთესი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით…

2017 წლის ივნისში ნაისრუმი ყიდულობს წილს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, რათა მეტი წვდომა ქონდეს თანამედროვე განათლებასთან.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU) ახორციელებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს იურიდიულ, ეკონომიკისა და ბიზნესის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ჯანდაცვისა და ინჟინერიის ფაკულტეტებზე. ამასთან სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ ორმაგი დიპლომი და განათლება საფრანგეთისა და ბრიტანეთის კერძოდ, სანდერლენდისა და გრენობლის უნივერსიტეტებში.

2018 წლის აგვისტოში კომპანია ხსნის პირველ სასტუმროსა და ბრასერას ჭავჭავაძის 47-ში. იგეგმება ამ მიმართულების ნაკლები ინტენსოვობით, თუმცა თანმიმდევრული განვითარება. რაც მიზნად ისახავს პირველ ეტაპზე გამოცდილების დაგროვებას და შემდეგ კარგად გააზრებული ნაბიჯების გადადგმას.

2019 წელის მეორე ნახევარში იგეგმება ორი ახალი პროექტის ჩაშვება თბილისის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებში. ახალი პროექტები დაიწყება მხოლოდ მას შემდეგ რაც დასრულდება მიმდინარეები. ვინაიდან კომპანია კარგად აცნობიერებს პროექტების მართვასთან დაკავშირებულ რისკებს და არ სურს მასშტაბების გაზრდა ხარისიხის გაუარესების ხარჯზე.

ამ სფეროში ჩვენი 12 წლიანი გამოცდილება და სექტორზე დაკვირვება გვარწმუნებს რომ პარალელურ რეჟიმში 2-ზე მეტი დეველოპერული პროექტის წარმოება ატარებს მნიშვნელოვან მმართველობით რისკებს, რომლებიც კავშირშია როგორც ხარისხთან ასევე მასშტაბურ ფინანსურ ოპერაციებთან. შესაბამისად ჩვენ ვგეგმავთ ნელი ტემპებით, გააზრებულ და თანმიმდევრულ ზრდას...

მეტის ნახვა

მიმოხილვები

ამ დროისთვის კომპანიაზე არ არის არცერთი შეფასება

იყავი პირველი, შეაფასე კომპანია