ნიუპორტი

ტექნიკის მაღაზია
5
(1 შეფასება)
თბილისი, რ.აგლაძის ქ.7

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 09:30 - 18:00 შაბ: 09:30 - 18:00 კვ: 09:30 - 18:00

გადახდის ტიპი

american-express cash master-card prime-card visa
შეკვეთის შესაძლებლობა
გარანტია
მიტანის სერვისი
პარკინგი

კომპანია New Port არის რუსული კომპანია EKF-ის და ლიტვური კომპანია EUROPLAST-ის ოფიციალური წარმომადგენელი და ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში.

კომპანია New Port 2011 წლის დასაწყისიდან შემოვიდა საქართველოს ბაზარზე. კომპანიამ საქართველოს მომხმარებელს შესთავაზა ახალი, მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო–სამშენებლო ელექტრო საქონელი  წარმოდგენილი EKF-ის და EUROPLAST-ის პროდუქციით.

საქართველოს მომხმარებელმა მაღალი შეფასება მისცა აღნიშნულ პროდუქციას მისი ხარისხის, ეფექტურობის და მისაღები ფასების გამო. მალევე New Port-ის პროდუქცია გავრცელდა როგორც თბილისში ასევე საქართველოს ყველა რეგიონში და ამიერკავკასიაში.

EKF - არის ლიდერი ბრენდი დაბალი ძაბვის ელექტრო-აღჭურვილობის წარმოების სეგმენტში რუსეთის ბაზარზე.

ჰოლდინგი აწარმოებს 6000-ზე მეტი დასახელების ელექტრო-ტექნიკურ აღჭურვილობას 11 სხვადასხვა საწარმოო მიმართულებით და სთავაზობს მომხმარებელს  ფართო ასორტიმენტს საცხოვრებელი, კომერციული და საწარმოო შენობა–ნაგებობებისთვის. EKF-ის პროდუქცია გამოიყენება ელექტროენერგიის გაყვანის, განაწილების და აღრიცხვის მიზნებისთვის, პროცესის ავტომატიზაციის და ენერგოეფექტურობისთვის.

EKF იყენებს გერმანულ, შვეიცარიულ, იტალიურ და იაპონურ დანადგარებს, სადაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება აღჭურვილობის და მაკომპლექტებელი ნაწილების მომწოდებლების შერჩევას.

მუშაობაში გამოიყენება ეკონომიური წარმოების პრინციპი, საუკეთესო IT ტექნოლოგიები და TQM პრინციპები. EKF-ის წარმოებას მინიჭებული აქვს  ISO 9001-ს სერტიფიკატი.

EKF-ის პროდუქციის ხარისხი არის ბიზნესის ყველაზე დიდი აქტივი. კომპანიას დანერგილი აქვს ხარისხის კონტროლის პროგრესული ტექნოლოგია, რომელიც ითვალისწინებს პირველადი ნედლეულის შემოწმებას, წარმოების ბიზნეს–პროცესების ოპტიმიზაციას და პროდუქციის შემაჯამაბელ კონტროლს საკუთარ ლაბორატორიაში.

კომპანია ქმნის პროექტული გადაწყვეტილებების ალბომებს, უშვებს სპეციალურ პროგრამულ უზრუნველყოფას, დაკავებულია თანამშრომლთა და პარტნიორთა განთლებით.

ლატვიური კომპანია EUROPLAST 1998 წლიდან მუშაობს სავენტილაციო სისტემების მწარმოებელთა ბაზარზე კომპანიას შეაქვს თავის მნიშვნელოვანი წვლილი თანამედროვე ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.

EUROPLAST სთავაზობს თავის მომხმარებელს მაღალი ხარისხის, საიმედო და მაღალფუნქციონალურ პროდუქციას, საინტერესო დიზაინერულ გადაწყვეტილებებს და პროდუქციის ფართო არჩევანს. კომპანია მიზნად ისახავს დააკმაყოფილოს მუდმივად მზარდი მოთხოვნა ხარისხიან სავენტილაციო საქონელზე. EUROPLAST–ის სავენტილაციო გადაწყვეტილებებს შეუძლიათ დააკმაყოფილონ მყიდველის ნებისმიერი ინდივიდუალური მოთხოვნები და დაეხმაროს ადამინს საკუთარი სტილის შექმნაში, როგორც სახლში ასევე სამუშაო ადგილზე.

პროდუქციის მომხმარებლები არიან კერძო პირები, ოფისები, სასტუმროები, საწარმოები, სამშენებლო კომპანიები. ამჟამად EKF-ის და EUROPLAST-ის პროდუქცია შეგიძლიათ შეიძინოთ მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც პატარა, ასევე წამყვან სამშენებლო მაღაზიებში. 

საბითუმო შეკვეთებისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
10/03/2017
T
Tako Tsitsqishvili
T