სტატისტიკის ეროვნული სამსახური

სამინისტროები
5
(1 შეფასება)
თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ. 89/24

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

ისტორიული წყაროების მიხედვით სტატისტიკური ცნობების მოპოვება საქართველოში XIII საუკუნიდან იწყება. 1254-1258 წლებში მონღოლმა ნოინმა არღუნმა აღწერა საქართველოს მოსახლეობა და მათი ქონება. 1689 წლიდან, ერეკლე I-ის მეფობის ხანაში, საქართველოს სადროშოების სარდლები შვიდ წელიწადში ერთხელ ატარებდნენ თავიანთ სადროშოებში ხალხის აღწერას. ჩვენს დრომდეა მოღწეული XVII-XVIII სს. დავთრები, რომლებშიც ჰქონდათ აღწერის შედეგად მოპოვებული ცნობები.

1918 წ. 15 ნოემბერს მიწათმოქმედების სამინისტროსთან შეიქმნა სტატისტიკის დროებითი ბიურო, რომლის ფუნქციებში შედიოდა სასოფლო-სამეურნეო აღწერის მასალების შემუშავება, მიწის ფონდის აღრიცხვა და მისი განაწილების ნორმების განსაზღვრა. 1919 წ. 25 ივლისს, დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული კანონის საფუძველზე, შეიქმნა რესპუბლიკის ცენტრალური სასტატისტიკო კომიტეტი იმავე სამინისტროს შემადგენლობაში. კომიტეტს დაევალა ყოველგვარი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სტატისტიკური სამუშაოების წარმართვა .

საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ, 1921 წლის 3 აპრილს თბილისში გამოქვეყნდა რევოლუციური კომიტეტის დეკრეტი “საქართველოს სსრ ცენტრალური სტატისტიკის სამმართველოს დაარსების შესახებ”, ხოლო 1921 წლის 4 ივლისს – პირველი დებულება საქართველოს სახელმწიფო სტატისტიკის ორგანოების შესახებ.

ჩვენი ქვეყნის გასაბჭოების პერიოდიდან გასული საუკუნის 90–იან წლებამდე საქართველოში განხორციელებული სტატისტიკური საქმიანობა საბჭოთა კავშირის მასშტაბური სტატისტიკის ნაწილი გახდა და ეყრდნობოდა საბჭოთა სტანდარტებსა და მეთოდოლოგიებს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, კერძოდ კი 1990-იან წლებში საჭირო გახდა დაკვირვების მთელი ინსტრუმენტარიუმის ძირეული ცვლილება, ინფორმაციის მოპოვების განსხვავებული, ალტერნატიული წყაროების ფორმირება. მნიშვნელოვანი გახდა საბაზრო ეკონომიკის მახასიათებელი ინდიკატორების შემუშავება და დანერგვა. განსაკუთრებული ყურადღების საგნად იქცა ქვეყნის ეროვნულ მეურნეობაში მიმდინარე ინსტიტუციონალური ცვლილებების და რეფორმების დახასიათება.

1991 წლის 27 თებერვლის საქართველოს უზენაესი საბჭოს ,,აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონის შესაბამისად 1991–1995 წლებში ჩვენს ქვეყანაში სტატისტიკურ საქმიანობას აწარმოებდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოსთან არსებული სოციალურ–ეკონომიკური ინფორმაციის კომიტეტი. ხოლო სტატისტიკურ სამუშაოთა სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს რესპუბლიკის კანონი სტატისტიკის შესახებ.

1995 წელს საქართველოს რესპუბლიკის საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის გარდამავალ პერიოდში სახელმწიფო სტატისტიკის პრიორიტეტული მნიშვნელობის გათვალისწინებით, მისი მატერიალურ ტექნიკური ბაზის განმტკიცებისა და განვითარების მიზნით, მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 3 აპრილის N181 დადგენილების შესაბამისად ჩვენს ქვეყანაში შეიქმნა სტატისტიკის განვითარების სახელმწიფო ფონდი, რომლის პრეზიდენტის ფუნქციებსაც ასრულებდა სოციალურ–ეკონომიკური ინფორმაციის კომიტეტის თავმჯდომარე.

1995 წლის 8 დეკემბრის ,,აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 1995–1997წლებში სტატისტიკურ საქმიანობას ახორციელებდა საქართველოს სოციალურ–ეკონომიკური ინფორმაციის სახელმწიფო დეპარტამენტი.

1996 წლის აპრილიდან 1997 წლის ოქტომბრამდე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად სახელმწიფო სტატისტიკის სრულყოფის მიზნით სტატისტიკის სახელმწიფო დროებითი კომისია შეიქმნა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის სახელმწიფო დეპარტამენტის, ეროვნული ბანკის, ფინანსთა სამინისტროსა და სახელმწიფო კანცელარიის პასუხისმგებელი პირები.

1997-2004 წლებში სტატისტიკურ საქმიანობას ახორციელებდა საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი.

2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ სტატისტიკის დეპარტამენტი ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შეუერთდა. შესაბამისად, სტატისტიკურ საქმიანობას აღნიშნული თარიღიდან 2009 წლის 11 დეკემბრამდე ახორციელებდა როგორც ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება– სტატისტიკის დეპარტამენტი.

1998 წლიდან 2009 წლის დეკემბრამდე მოქმედებდა 1997 წელს მიღებული კანონი “სტატისტიკის შესახებ”.

დღეს საქართველოში სტატისტიკურ საქმიანობას დამოუკიდებელი სტრუქტურა – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) საერთაშორისო მეთოდოლოგიისა და სტანდარტების გათვალისწინებით ახორციელებს. მისი ფუნქციონირების სამართლებრივ ბაზას 2009 წლის 11 დეკემბრიდან წარმოადგენს საქართველოს კანონი “ოფიციალური სტატისტიკის შესახებ”.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
02/08/2018
S
Saba Chikviladze
S