საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი

სხვადასხვა(სახელმწიფო დაწესებულებები)
5
(1 შეფასება)
თბილისი, ბოტანიკურის ქ. 1

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-21:00 შაბ: 10:00-21:00 კვ: 10:00-21:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ამიერკავკასიაში პირველი და მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ბოტანიკური დაწესებულებაა, რომელმაც თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი განვლო.

„ვუზიარებთ ბუნების სიყვარულს 1636 წლიდან“ - აღნიშნული სლოგანი 2016 წელს ბოტანიკური ბაღის 380 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით შეირჩა. 1636 წელს ცნობილი ფრანგი მოგზაურის, შარდენის ჩანაწერებში გვხვდება აღნიშნულ ტერიტორიაზე სამი სამეფო ბაღის არსებობის შესახებ ცნობები და სწორედ 380 წელია, რაც მდინარე წავკისის წყლის ხეობაში, თაბორისა და სოლოლაკის ქედებს შორის გაშლილი შთანბეჭდავი ლანდშაფტი, ბაღები და გამორჩეული ჰავა ჩვენი თანამოქალაქეებისა და ქვეყნის ვიზიტორებისთვის ბუნებასთან ზიარების ყველაზე საყვარელ ადგილია. 
 

ბაღის თანამედროვე მიზნებიდან აღსანიშნავია:

 ბოტანიკური ბაღის მცენარეთა კოლექციის მართვის თანამედროვე პრინციპების დანერგვა;

კოლექციის მდგომარეობის გაუმჯობესება

მცენარეთა კონსერვაციის ღონისძიებებისა და კვლევის გაძლიერება, ბიომრავალფეროვნების გლობალური სტრატეგიის იმპლემენტაციის ხელშეწყობა

ბაღის ლანდშაფტური იერსახის განახლება და სრულყოფა

მკვლევართა ახალი თაობის მომზადება

ორგანიზაციის ეკოსაგანმანათლებლო როლის გაზრდა

ბაღის ნიადაგური, სარწყავი და სამეურნეო პირობების გაუმჯობესება

მცენარეთა დაცვის მდგრადი მექანიზმის შექმნა

დამთვალიერებელთა რაოდენობის ზრდის მიზნით მათთვის საჭირო და ამავდროულად თანაბრად ხელმისაწვდომი ინფრასტრუქტურის განვითარება

კოლექციის ეფექტური დემონსტრირება 
 

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული მწვანე სივრცეა. 2017 წელს, წინა წელთან შედარებით ბაღის ვიზიტორთა რაოდენობა 32%-ით გაიზარდა, ხოლო შაბათ-კვირას ბაღს ვიზიტორთა რაოდენობა ხშირად 1700-ს აღემატება. ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ამოცანაა კომფორტული გახადოს ბაღში დასვენება, ხოლო ბაღის დათვალიერების პროცესი - უფრო შემეცნებითი. 

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
01/05/2018
S
Saba Chikviladze
S