ნუსა

აქსესუარები | სამკაულები
5
(1 შეფასება)
თბილისი, აქსისის სავაჭრო ცენტრი, Alexander Kazbegi Avenue, Tbilisi, Georgia

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-დან - 20:00-მდე შაბ: 10:00-დან - 20:00-მდე კვ: 10:00-დან - 20:00-მდე

გადახდის ტიპი

american-express cash master-card visa

მოგესალმებით NOOSA-Amsterdam-ის საოცარ სამყაროში!

NOOSA-Amsterdam შეიქმნა ორი ჰოლანდიელი მოგზაურის მიერ, რომელთა შთაგონების წყარო მსოფლიოს კულტურების და სიმბოლოების მრავალფეროვნება გახდა.

ბრენდს ეს სახელი დაერქვა ავსტრალიის ერთ ერთი ქალაქის - ნუსას საპატივსაცემოდ, რომელმაც გააოცა ამსტერდამელი მოგზაურები თავისი უნიკალური და კოლორიტული გარემოთი.

NOOSA-Amsterdam - განსაკუთრებული ადამიანებისთვის შექმნილი ბრენდია, რომელშიც შერწყმულია ეთნიკური ესთეტიკა და ევროპული პრაქტიკულობა.

NOOSA-Amsterdam ქმნის აქსესუარებს, რომელიც ისეთივე უნიკალურია, როგორიც ჩვენი თითოეული მომხმარებელი. თითოეული დეტალი ხელნაკეთი და განუმეორებელია. ჩვენი სამაჯურის შეძენისას იღებთ ნივთს, რომლის იდენტურიც არ არსებობს. პროდუქცია იქმნება კვალიფიცირებული ოსტატების მიერი ნეპალში, ინდონეზიასა და პერუში.

NOOSA-ს ძირითად კოლექციაში შედის სამაჯურები, ჩანთები, საფულეები და ქამრები რომლებიც უმაღლესი ხარისხის ტყავისგან მზადდება და დროთა განმავლობაში უკეთსი ხდება. მთავარი დანიშნულება კი ღილაკებს, ანუ ეგრეთ წოდებულ „ჩანკებს“ აქვს, რომლებიც უმაგრდება ამა თუ იმ NOOSA-ს პროდუქტს.

„ჩანკი“ არის ჩვენი პროდუქციის დეკორატიული ელემენტი, რომელიც ქმნის თქვენს ისტორიას. თითოეული ღილაკი ნატურალური მასალისგან მზადდება და აქვს თავისი დანიშნულება. ჩანკი გითხრობთ ისტორიას. როდესაც არჩევთ თქვენს ჩანკს, ფიქრობთ თუ რისი სიმბოლო ასახავს თქვენს ცხოვრებას ან როგორი გინდათ რომ იყოს ის მომავალში. ჩვენ შევამჩნიეთ, რომ როდესაც ადამიანი არჩევს კომპოზიციას, რომელიც უნდა ატაროს, ყოველთვის ფიქრობს ცხოვრების გაუმჯობესებაზე და ავსებს არჩეულ ჩანკებს თავისი დადებითი ენერგიით. შემდეგ კი ხდება სასწაული და სიმბოლოები აძლევენ მფლობელს ძალას რომ სასურველ შედეგს მიაღწიონ.

სამაჯურის მფლობელები არჩევენ NOOSA-Amsterdam - ის ჩანკებს დანიშნულების, ფერის ან მასალის მიხედვით. მათი წარმოებისთვის გამოიყენება ნახევრადძვირფასი ქვები ისეთი როგორც: ფირუზი, მალაქიტი, ონიქსი, აგატი. ასევე ხე, ლავა, სპილენძი, გოგრის ქერქი, ძვალი, მოლუსკების ჭურვები, მარგალიტები და ა.შ.

შექმენით თქვენი ისტორია NOOSA-Amsterdam-თან ერთად!

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
21/02/2019
Z
Zura Mosakhlishvili
Z

თეგები