N1 საკომისიო

ტანსაცმლის მაღაზია
5
(1 შეფასება)
თბილისი, ს. ჯანაშიას ქ. 22

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-19:00 შაბ: 10:00-19:00 კვ: 10:00-19:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

N1 საკომისიო  არის, შპს IraLo, საიდენტიფიკაციო კოდი: 404915008
 

თქვენს გარდერობში უკვე დიდი ხანია ”უსაქმურობს” ძვირფასი ტანსაცმელი ან აქსესუარი? კაბის ფერი აღარ გაკმაყოფილებთ, ან ჩანთის სტილი აღარ მოგწონთ?... აჩუქეთ თქვენს საყვარელ ნივთს ახალი სიცოცხლე! 
თბილისში, ჯანაშიას 22-ში გელოდებათ საკომისიო მაღაზია, სადაც შეგიძლიათ ჩააბაროთ და შეიძინოთ ახალი და მსუბუქად ნახმარი, მსოფლიოს ცნობილი დიზაინერების ქალის, კაცისა და ბავშვის ტანსაცმელი და აქსესუარები. სასურველი ნივთების შეძენის შესაძლებლობა გექნებათ მათ საწყის ღირებულებაზე 3-5-ჯერ დაბალ ფასად!

1. საკომისიო მაღაზია იტოვებს სარეალიზაციოდ ცნობილი ბრენდების მიერ წარმოებულ ქალის, მამაკაცის და ბავშვის ტანსაცმელს და აქსესუარებს.
2. საქონლის რეალიზაციიდან მიღებული თანხა კომიტენტს გადაეცემა აღნიშნულიდან 30 დღის განმავლობაში.
3. ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის განმავლობაში საქონლის არ გაყიდვის შემთხვევაში კომისიონერი უფლებამოსილია ჩამოაფასოს საქონელი მისი საწყისი სარეალიზაციო ღირებულების 20%-ით. 
4. თუ კომიტენტი კარგავს ინტერესს სარეალიზაციოდ ჩაბარებული ნივთის მიმართ და არ მოაკითხავს მას უკან გასატანად ზემოაღნიშნული 120 დღის გასვლის შემდგომ, კომისიონერი უფლებას იტოვებს გაყიდოს იგი ნებისმიერ, კლიენტისგან შემოთავაზებულ ყველაზე მაღალ ფასად. 
5. კომიტენტი ვალდებულია კომისიონერს შეატყობინოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ არა უგვიანეს სამი სამუშაო დღით ადრე.
6. კომისიონერი უფლებამოსილია დაუბრუნოს საქონელი კომიტენტს ნებისმიერ დროს, თუ მას აღმოაჩნდება ხარვეზი (დაზიანება, დადასტურდება არაორიგინალი წარმოშობა და ა.შ.) რომელიც ვერ იქნება შემჩნეული საქონლის მიღების დროს. ასევე საქონელს ჩატარებული უნდა ჰქონდეს ქიმწმენდა.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
25/01/2018
S
Saba Chikviladze
S

თეგები