საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი "მზიური"

სასწავლო ცენტრი
5
(1 შეფასება)
თბილისი, თამარ მეფის გამზ. 14

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 11:00 - 19:00 შაბ: არ მუშაობს კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

cash bank-transfer

საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი „მზიური“
 
ცენტრი დაარსებულია 1987 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი სფეროა თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვის კონცეპტუალური და მეთოდური საკითხების დამუშავება, საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების თანამედროვე მოდელების შექმნა და რეალიზაცია სასწავლო პროცესში.
ცენტრში ყოველწლიურად კომპიუტერულ განათლებას იღებს 200-მდე სკოლის ასაკის (IV-XII კლასი) მოსწავლე და სტუდენტი, ასევე უფროსი ასაკის მსმენელი, შექმნილია და პერიოდულად იხვეწება სხვადასხვა დანიშნულებისა და ხანგრძლივობის კომპი­უტე­რული კურსები.
თითოეული კურსისათვის მუშავდება სავარჯიშოებისა და მაგალითების სისტემა. გარდა ამისა, მასალის ათვისების დასახმა­რებლად ცენტრში იქმნება სპეციალური სასწავლო-მეთოდური ლიტერატურა.
სასწავლო ჯგუფის შედგენისას ყოველ­თვის დაცულია პრინციპი: ერთ კომპიუტერთან - ერთი მსმენელი.
 
კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის
მოსწავლეთა სწავლების მრავალწლიან სისტემას დღეისათვის საკმაოდ მოქნილი, მრავალსაფეხურიანი სტრუქტურა აქვს.
მოსწავლეთა სწავლების სტრუქტურა ორ ძირითად მიმართულებას შეიცავს:

  1. ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობის პროგრამა – რომელიც, თავის მხრივ, შედგება საოლიმპიადო ჯგუფებისა და პროგრამისტთა სკოლისაგან. ამ მიმართულებაზე, ძირითადად, მომავალი პროგრამისტები სწავლობენ.
  2. გამოყენებითი კომპიუტერული ტექნოლოგიები _ სადაც შეისწავლება საოფისე, გრაფიკული, საგამომცემლო და სხვა სამომხმარებლო კომპიუტერული სისტემები.

ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობის შესახებ

გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ცენტრში მოქმედებს ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობის პროგრამა, რომლის ფარგლებში ხდება გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების სელექცია და სპეციალური ჯგუფების დაკომპლექტება. ეს მოსწავლეები მონაწილეობენ ხოლმე ინფორმატიკისა და მათემატიკის სხვადასხვა რანგის (მათ შორის საერთაშორისო) ოლიმპიადებსა და კონკურსებში და, ჩვეულებისამებრ, იმარჯვებენ კიდეც. 
მათ მონაპოვარში უამრავი მედალი და სხვადასხვა ხარისხის დიპლომია. მათ შორის ყველაზე მაღალი ჯილდოებია ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადის ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და თვრამეტი ბრინჯაოს მედალი.

 

ჩვენი ნამოწაფრები, დღეს უკვე სტუდენტები, წარმატებით სწავლობენ ჩვენი ქვეყნისა თუ საზ­­ღვარგარეთის მოწინავე უნივერსიტეტებში.

ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობის პროგრამა მუდმივად ვითარდება და დღეისათვის იგი ოთხი ძირითადი საფეხურისაგან შედგება:

  1. მზიურის მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრი
  2. მათემატიკური კონკურსი „იმედი ხვალის“
  3. დაწყებითი ორწლიანი კურსი - “ტალანტების ფაბრიკა”
  4. საოლიმპიადო ჯგუფები და პროგრამირების სკოლა.

 

კომპიუტერული კურსები ზრდასრულთათვის
ცენტრში ჩამოყალიბდა მსმენელთა სწავლების ორი ძირითადი ფორმა: ჯგუფური და ინდივიდუალური. სწავლებისას  დიდი ყურადღება ექცევა კომ­პიუტერთან მუშაობის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას. 
დღეისათვის ცენტრში ფუნქციონირებს შემდეგი კურსები:

საოფისე ტექნოლოგიები - საბაზო კურსი -  პირველი დონე, საბაზო კურსი -  მეორე დონე, Ms Excel - მეორე დონე, Ms Word - მეორე დონე, Ms Power Point, Ms Access, Ms Project, AutoCAD, ArchiCAD, კომპიუტერული გრაფიკა და საგამომცემლო საქმე, ვებპროგრამირება, პროგრამირება – C++, C#, Java, სისტემის ადმინისტრირება.

 

სკოლების მხარდაჭერა
ცენტრი დაარსების დღიდან დიდ ყურადღებას უთმობს ზოგადსა­განმა­ნათლებლო სკოლებთან ურთიერთობის საკითხებს. ცენტრი რეალურ მხარდაჭერას სთავაზობს სკოლებს ინფორმატიზაციის საკითხებში.

 

ცენტრი სკოლებს სთავაზობს სხვადასხვა სახის მომსახურებას, როგორიცაა: ტექნიკური მხარდაჭერა, მასწავლებლებისა და ინფომენეჯერების ტრენინგები და კონსულტაციები როგორც LINUX-ის, ისე WINDOWS-ის გარემოში,  ვებგვერდის დამზადება,  შიგა სერვერის მოწყობა, ნაბეჭდი პროდუქციის მომზადება და სხვა.
ცენტრს აქვს ოფისი ქალაქის ცენტრალურ რაიონში, ინტერნეტის ქსელში ჩართული ოთხი კომპიუტერული კლასი (10 კომპიუტერი თითოეულში), მინი ტიპოგრაფია და «მულტიმედია სტუდია», საბაზო ცენტრები საქართველოს სხვადასხვა რაიონში;

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
24/01/2017
Z
Zura Mosakhlishvili
Z

თეგები