საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული სახელმწიფო მუზეუმი

მუზეუმები
5
(1 შეფასება)
თბილისი, ა. კათალიკოსის ქ. 3

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-20:00 შაბ: 10:00-20:00 კვ: 10:00-20:00

გადახდის ტიპი

cash master-card visa

საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული სახელმწიფო მუზეუმი არის, სსიპ დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიიის მუზეუმი, საიდენტიფიკაციო კოდი: 204405296
,,საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული სახელმწიფო მუზეუმი” ჩამოყალიბდა საქართველოს ღარიბ ებრაელთა კომიტეტის (,,ღარებკომის”) გამგეობის 30.11.1932 წლის დადგენილებით როგორც საუწყებო ორგანიზაცია _ მშრომელ ებრაელთა კულტბაზის ფარგლებში; ოფიციალურად დაარსდა 23.11.1933 წელს _ საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატის ბრძანებით.
თავდაპირველად მუზეუმი განთავსდა ებრაელთა კულტბაზის შენობაში (გია აბესაძის ქ. 10), ხოლო 1940 წლიდან ე.წ. `გუმბათიან სინაგოგაში~ (ანტონ კათალიკოსის ქ. 3);
ადრინდელი სინაგოგის ადგილზე 1914 წელს საფუძველჩაყრილი, ძველი თბილისის დამამშვენებელი მუზეუმის შენობა _ აგურისაა, გარედან მრავალკუთხა, შიგნით წრიული (3 აფსიდით), რომლის პერიმეტრზე, 8 წყვილ სვეტზე დაფუძნებულია რკინა-ბეტონისავე ორი, დიდი და მცირე გუმბათი; შენობა დაახლოებით 20 მეტრი სიგრძე-სიგანისა და 21 მეტრი სიმაღლისაა. მიჩნეულია, რომ იგი იმ ეპოქის ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენების ერთ-ერთ საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს.
მუზეუმის შენობას გააჩნია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი და მას იცავს საქართველოს კანონმდებლობა.
სსრკ-ში მიმდინარე ანტისიონისტური მოძრაობის ტალღაზე მუზეუმი დაიხურა 1951 წელს. თავისი 18 წლიანი არსებობის განმავლობაში მუზეუმის მაღალკვალიფიციურმა კადრებმა საქართველოში ჩატარებული ისტორიულ-ეთნოგრაფიული ექსპედიციებით, შეგროვილი მრავალფეროვანი კოლექციებითა და მათი გამოფენებით, სამეცნიერო კვლევებით, გა-მოცემული „შრომების“ 3 ტომითა და მუზეუმის საგამოფენო მეგზურით დიდი როლი შეასრულეს საქართველოს ებრაელთა ისტორიის კვლევა-ძიებასა და ებრაული სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლთა შეგროვებისა და პოპულარიზაციის საქმეში.
მუზეუმის ხელმძღვანელთა და თანამშრომელთა ნაფუძარ-ნამოღვაწარზე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ასოციაციის წარდგენის საფუძველზე, ,,საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი” აღდგა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 30.11.1992 წლის #1017 დადგენილებით და მიენიჭა ცნობილი რაბინისა და საზოგადო მოღვაწის დავით ბააზოვის სახელი. მუზეუმი შევიდა საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს სისტემაში; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას დაევალა მისი სამეცნიერო ხელმძღვანელობა; 2000-2004 წლებში მუზეუმი საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის დაქვემდებარებაშია.
უმწვავესად ავარიული ისტორიული ნაგებობისა და ეროვნულ-საერთაშორისო მნიშვნელობის სამუზეუმო დაწესებულების გადარჩენი-სათვის, მუზეუმისა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ასოციაციის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის 25.07.2004 #654 განკარგულებით _ `დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის აღდგენა-რეკონსტრუქციის ღონისძიებათა შესახებ~, დაისახა მუზეუმის, როგორც ებრაელთა საქართველოში ცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განძთსაცავისა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა შემსწავლელი უნიკალური სამეცნიერო ცენტრის ფუნქციონირებისა და რეკონსტრუქციის ღონისძიებები.
საქართველოს პრეზიდენტის 17.08.2006 #493 ბრძანებულებით განისაზღვრა მუზეუმის ახალი სამართლებრივი სტატუსი და სახელწოდება _ `ს.ს.ი.პ. დავით ბააზოვის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმი~. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დაევალა მასზე სახელმწიფოზედამხედველობა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის 25.12.2014 წლის #697 დადგენილებით დამტკიცდა მუზეუმის ახალი დებულება და განისაზღვრა მისი სახელწოდება – „ს.ს.ი.პ. დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმი“.
მუზეუმის აღორძინების საზოგადოებრივი საბჭოს (თავმჯდომარე ბ-ნი ჯამლეტ ხუხაშვილი) და მუზეუმის ხელმძღვანელობის მიმართვის საფუძველზე, მუზეუმის ავარიული შენობის რესტავრაცია-რეაბილიტა-ცია და მუზეუმის აღორძინება მოხდა 2013-2014 წლებში ბ-ნი ბიძინა ივანიშვილის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის - „ქართუს“ მიერ (რესტავრაცია-ადაპტაციის ავტორი ბ-ნი მერაბ ბოჭოიძე; ექსპოზიციის დიზაინის ავტორი ბ-ნი ზაზა იაშვილი).
მუზეუმი მფლობელია მრავალი ექსპონატისა და რარიტეტისა _ არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ისტორიული, ეპიგრაფიკული, ხელნაწერი, ნაბეჭდი, მხატვრული, არქივების, ფოტო-სურათების და ა.შ., რომლებიც მუზეუმის გაუქმების შემდეგ, 1952 წელს განთავსდა სხვადასხვა მუზეუმსა და დაწესებულებაში (ძირითადად საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმსა და ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, საქართველოს ეროვნულ არქივში). 1998, 2006-2014 წლებში მოხდა კოლექციების მეცნიერული შესწავლა, კონსერვაცია-რესტავრაცია, მოეწყო გამოფენები და გამოიცა კატალოგები (გამოვხატავთ უდიდეს მადლიერებას აღნიშნული დაწესებულებების ხელმძღვანელთა და თანამშრომლების მიმართ, ათეული წლების განმავლობაში აღნიშნული კოლექციების შენახვა-დაცვა-პოპულარიზაციისათვის).
საქართველოს პრეზიდენტის 25.07.2004 წლის #654 განკარგულებითა და საქართველოს მთავრობის 06.06.2014 #1007 განკარგულებით განისაზღვრა შენობის რესტავრაციის დამთავრების შემდეგ, მუ-ზეუმისთვის მისი კუთვნილი კოლექციების დაბრუნება.
მუზეუმის მიერ გამოცემულია ებრაისტიკა _ ქართველოლოგიისათვის მნიშვნელოვანი სამეცნიერო `შრომების~ 9 ტომი: I-1940, II-1941, III-1945 (აღნიშნული I-III ტომი ხელახლა გამოიცა ერთ ტომად 2014 წელს), IV-2006, V-2008, VI-2010, VII-2011, VIII-2012, IX-2014; ჩატარებულია: ექსპედიციები საქართველოს სხვადასხვა მხარეში, გამოფენები, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციები მიძღვნილი საქართველოს ებრაელთა, ქართულ-ებრაულ და საქართველო-პალესტინის ურთიერთობათა ისტორიის საკითხებისადმი.
 

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
27/02/2018
S
Saba Chikviladze
S