სკოლა-ლიცეუმი მწიგნობართუხუცესი

სკოლა
5
(1 შეფასება)
თბილისი, ლაპლაპას ქ. 3

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: არ მუშაობს კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash

1994 წლის 4 ოქტომბერს დაარსდა სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესი“. 1995 წლის სექტემბერში დაიწყო სწავლა შვიდი მოსწავლით (მეხუთე კლასი), 14 მოწვეული პედაგოგით და ერთი საკლასო ოთახით. 1996 წლის სექტემბერში მოსწავლეთა რაოდენობა 37-მდე გაიზარდა. ამ წელს გაიხსნა პირველი კლასი 16 მოსწავლით, მეექვსე კლასში მოსწავლეთა რაოდენობა გახდა 11, ხოლო მეხუთე კლასში მოვიდა 10 მოსწავლე. 2008 წლისათვის მოსწავლეთა რაოდენობა გახდა 496, პედაგოგებისა – 68, ხოლო იჯარით აღებული სასწავლო ფართი შეადგენდა 2094 მ2-ს.
2011 წელს სკოლა გახდა ავტორიზირებული – მიენიჭა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი.

2008-2009 სასწავლო წელი სკოლამ დაიწყო ახლად აშენებულ საკუთარ შენობაში.

სასწავლო ფართი შეადგენს 7000 მ2-ს, აქვს 62 საკლასო ოთახი, 31 საკლასო ოთახში განთავსებულია დაწყებითი საფეხურის სკოლა, 31 საკლასო ოთახში განთავსებულია საბაზო და საშუალო საფეხურის სკოლა.

სკოლას აქვს რვა საგნობრივი კაბინეტი: ქიმია, ფიზიკა, ისტორია, გეოგრაფია, ბიოლოგია, უცხო ენა, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება, ი.ს.ტ.-ის 2 კაბინეტი, ბიბლიოთეკა, სამასწავლებლო, სააქტო დარბაზი, სპორტის დარბაზი, სპორტის ღია მოედანი, საცურაო კომპლექსი, სამედიცინო ცენტრი, სასადილო.

 

 

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
16/03/2018
S
Saba Chikviladze
S