მეტი სილამაზე

პარფიუმერია | კოსმეტიკა | ჰიგიენა
(0 შეფასება)
თბილისი, თბილისი

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-დან - 21:00-მდე შაბ: 10:00-დან - 21:00-მდე კვ: 10:00-დან - 21:00-მდე

გადახდის ტიპი

american-express cash master-card pay-box pay-pal tbc-pay visa
მიტანის სერვისი

კომპანია "More Beauty" წარმოადგენს ევროპულ ბრენდებს, სანდო, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და ინოვაციური მიდგომებით შექმნილ პროდუქტებს, რომელიც შთაგონებულია მომხმარებლების ძირითად მოთხოვნილებაზე, იყვნენ ნატურალურად ლამაზები ყოველგვარი ქიმიური და ოპერაციული ჩარევებისა თუ სხვა გავრცელებული მოკლევადიანი მანიპულაციების გარეშე.

ჩვენი კომპანიის ჯანსაღი განვითარება მთლიანად დამოკიდებულია თქვენს შეხედულებასა და შეფასებაზე. ზუსტად ამიტომ ჩვენი კრედოა თქვენს წინაშე სიმართლის თქმა, მართალი პროდუქციის წარმოდგენა და თქვენი ნდობის მოპოვება, რომელსაც არადროს გავფლანგავთ და დიდი სიამაყით თქვენთან ერთად საქართველოში დავამკვიდრებთ ახალ, მაღალ, ევროპული ხარისხის, პროდუქტისა და სერვისის სტანდარტებს ამ სფეროში.

ამ ეტაპზე ჩვენ შევქმენით ონლაინ მაღაზია, სადაც წარმოვადგინეთ ჩვენი პროდუქცია სრულად, აქ თქვენ ყოველთვის მიიღებთ საუკეთესო პირობებს, ინოვაციებს და სასიამოვნო სიურპრიზებს.

ასევე შეგიძლიათ გვეწვიოთ ჩვენს შოურუმში, სადაც თქვენ შეძლებთ ადგილზე გაეცნოთ პროდუქციას და დატესტოთ იგი.

ჩვენს პროდუქციას ამ ეტაპზე წარმოადგენს:

HQ Cosmetics (შვეიცარია) კოსმეტიკური საშუალებები ნებისმიერი კანის ტიპისათვის

"ზუსტი დოზები სილამაზისათვის და ინოვაციები ყოველდღიურ ცხოვრებაში" მყისიერი შედეგი პირველივე გამოყენებისას. სრული შედეგი რამოდენიმე კვირაში.

BERANGE Make Up & Nail Art (საფრანგეთი) "ნატურალური და მოდური მაკიაჟი აღარაა ფუფუნება", დერმატოლოგიურად სუფთა, ნატურალური, დახვეწილი ფერები, ბუნებრივ კომპონენტებზე დამზადებული. ხასიათდება ასევე სამკურნალო თვისებებით.

BARB Expert From Franck Provost (საფრანგეთი) მამაკაცის თმის, წვერის, მანიკურ-პედიკურის მოვლის საშუალებები და აპარატები.

Saint Algue (საფრანგეთი) უდიდესი სილამაზის სალონების ქსელი საფრანგეთში. წარმოდგენილი ელექტრო სავარცხლებითა და თმის მოვლის საშვალებებით.

Elite Models Accessories (საფრანგეთი) შექმნილი სამოდელო სააგენტოს "Elite model look"-ის მიერ, პარიზში.

Franck Provost (საფრანგეთი) პროფესიონალური თმის აქსესუარები და შამპუნები.

იმედი გვაქვს და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შევძლოთ ერთად დავამარცხოთ ფალსიფიკაციისა და მომხმარებლების შეცდომაში შეყვანის პრაქტიკა.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

ამ დროისთვის კომპანიაზე არ არის არცერთი შეფასება

იყავი პირველი, შეაფასე კომპანია

თეგები