ფინანსთა სამინისტრო

სამინისტროები
5
(1 შეფასება)
თბილისი, ვ. გორგასლის ქ. 16

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: არ მუშაობს კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოა, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას საფინანსო-საბიუჯეტო და საგადასახადო სფეროში, უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე საბიუჯეტო, საგადასახადო და სააღრიცხვო კანონმდებლობის შემუშავებას და დაცვას; ახორციელებს ეკონომიკური დანაშაულის სფეროში პრევენციულ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, მოკვლევასა და წინასწარ გამოძიებას. 
სამინისტროს ძირითადი კომპეტენციები და უფლებამოსილებებია: 
საქართველოს წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის მომზადება, ასევე მომდევნო 4 წლისათვის მთავრობის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების ჩამოყალიბება;
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის მონიტორინგი, შესრულების ანგარიშის მომზადება და წარდგენა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტისთვის; 
მთავრობის ფულადი სახსრების მართვა;
ქვეყნის საგადასახადო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფა;
სახელმწიფო ვალის მართვა;
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ორმხრივ პარტნიორებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია;
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებთან თანამშრომლობა ქვეყნის სუვერენულ რეიტინგთან დაკავშირებით;
სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
 

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
02/08/2018
S
Saba Chikviladze
S