ლოჯისთიქს სოლუშენს
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი
ლოჯისთიქს სოლუშენს არის, შპს ლოჯისთიქს სოლუშენს, საიდენტიფიკაციო კოდი:404891079
დაარსებიდან მოკლე დროში, Logistics Solutions-მა, რომელიც ევროპულ სტანდარტებზეა მორგებული შეძლო საქართველოში ერთ-ერთ წამყვან სატრანსპორტო კომპანიად ჩამოყალიბება. მენეჯმენტის სწორმა მიდგომამ და განვითარებისკენ მუდმივმა სწრაფვამ იმოქმედა კომპანიის რეპუტაციაზე და მოიპოვა აღიარება, როგორც ადგილობრივ ბაზარზე ასევე უცხოელ პარტნიორებთან.
საერთაშორისო გადაზიდვების კერძო კომპანია თბილისში 2011 წელს დაფუძნდა. კომპანიის ოფისები განლაგებულია საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის, ყაზახეთის ქალაქებში.
Logistics Solutions გთავაზობთ საექსპედიტორო და ინტეგრირებული ლოჯისტიკური მომსახურებების სრულ სპექტრს, რაც მოიცავს როგორც მცირე ასევე არაგაბარიტული ტვირთების ტრანსპორტირებას, კონკრეტული წერტილიდან დანიშნულების ადგილამდე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
თქვენი ტვირთის სპეციფიკის შესაბამისად გთავაზობთ სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვებს. თუ თქვენ გჭირდებათ ტვირთის გადაზიდვა მთლიანი ან ნაკრები მანქანით, ან ტემპერატურულ რეჟიმს დაქვემდებარებული ტვირთის ტრანსპორტირება, ჩვენი საოპერაციო გუნდი შემოგთავაზებთ ოპტიმალურ მარშუტს და მაქსიმალურად ეფექტურ ფასს. თქვენი ტვირთის უსაფრთხოების კონტროლს ჩვენი საოპერაციო გუნდი და მათი 24 საათიანი ჩართულობა უზრუნველყოფს.
ჩვენი უპირატესობები
- სწრაფი რეაგირება მომხმარებლის მოთხოვნებზე
- ოპერატიული გუნდი ხელმისაწვდომი 24/7-ზე
- ოპტიმალური ფასები
- მომხმარებელზე ორიენტირებული
- კომპანია გამოცდილი საპროექტო განყოფილებით