ლიტერატურის მუზეუმი
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი



ლიტერატურის მუზეუმი არის, სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, საიდენტიფიკაციო კოდი: 203838632
ლიტერატურის მუზეუმის დაარსებას ალექსანდრ გრიბოედოვის გარდაცვალებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა დაედო საფუძვლად, რომელიც 1929 წელს, მთაწმინდაზე, თბილისის სათეატრო მუზეუმის გამგემ, შემდგომში მოსკოვში ანდრეი რუბლიოვის მუზეუმის დამაარსებელმა - დავით არსენიშვილმა მოაწყო. გამოფენამ საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა, რამაც ალექსანდრ გრიბოედოვის მუზეუმის დაარსება განაპირობა. გამოფენის მზადების დროს მდიდარი მასალა გამოვლინდა 1820-1830-იანი წლების თბილისის კულტურული ცხოვრების შესახებ, საინტერესო არქივები აღმოჩნდა კერძო პირთა მფლობელობაში. შესაძლებელი გახდა ქართველ მწერალთა მუზეუმის დაარსება, რასაც ხელს უწყობდა გრიბოედოვის მუზეუმის მთაწმინდის პანთეონის ეზოში მდებარეობა.