იურიდიული კომპანია სამართლის გზა

იურიდიული მომსახურება
5
(1 შეფასება)
თბილისი, ქ. დედოფლის გამზ. 20

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 09:00-17:00 შაბ: 09:00-17:00 კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

იურიდიული კომპანია სამართლის გზა არის, შპს სამართლის გზა, საიდენტიფიკაციო კოდი: 405103686
ჩვენი ვებ გვერდია:legalway.ge
 

იურიდიული კომანია „სამართლის გზა“ ქართულ სამართლებრივ სივრცეში 2015 წლიდან მოღვაწეობს. კომპანია დაფუძნდა მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილების მქონე მულტიპროფილიან იურისტთა ჯგუფის მიერ და მიზნად ისახავს მოქალაქეებისათვის, კომპანიებისათვის და შესაბამისი საჭიროების მქონე სხვა სუბიექტებისათვის, კვალიფიფიციური, კომფორტული და შედეგზე ორიენტირებული სამართლებრივი ბუნების მომსახურების გაწევას. პროფესიული თანამშრომლობის სფერო მოიცავს ეკონომიკური (კომერციული) და სამოქალაქო ურთიერთობებიდან წარმოშობილი პროცესების სრულ იურიდიულ მხარდაჭერას, ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობის სამართლებრივ მენეჯმენტს, მათთვის წარმომადგენლობითი მომსახურების გაწევას ყველა ინსტანციის სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოებთან ან/და მესამე პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში, რაც გამოიხატება კერძო სამართლის დარგებიდან გამომდინარე იურიდიული პროცესების სრულ სამართლებრივ უზრუნველყოფაში.

„სამართლის გზა“ თანამშრომლობის სპეციალურ სისტემას სთავაზობს კომპანიებს, რომლებსაც სურთ ნაკლები დანახარჯით დააზღვიონ თავიანთი საქმიანობის იურიდიული რისკები. აღნიშნული სისტემა გულისხმობს კომპანიებისათვის აუთსორს (შტატგარეშე) იურიდიული მომსახურების გაწევას და მოიცავს ისეთი ტიპის სამართლებრივ მხარდაჭერას, რაც განკუთვნილია როგორც ყოველდღიური სამუშაო პროცესების უზრუნველყოფაში (ზეპირი საკონსულტაციო-სარეკომენდაციო ან/და შესაბამისი ტიპის დოკუმენტური მხარდაჭერა), ასევე არასტანდარტული სამართლებრივი საკითხების წარმოშობის შემთხვევაში დამკვეთისათვის საუკეთესო იურიდიული გამოსავლის მოძიებასა და მის რეალიზებას. „სამართლის გზა“ ორიენტირებულია სერვისის მომხმარებელთა რეალურ საჭიროებებზე და მიმართულია მათთვის ზუსტი, კონკრეტულად მათზე მორგებული სერვისის შექმნისკენ, რაც ურთიერთობას ხდის ღიას და კომფორტულს.

იურიდიული კომპანია „სამართლის გზა“ სამართლებრივი სიღრმეებიდან წარმოშობილი განსაკუთრებული სირთულის იურიდიული პრობლემების განმკლავების პარალელურად, ასევე ითვალისწინებს იურიდიული მომსახურების ეკონომიურ პაკეტებს, რომელიც მორგებულია კონკრეტული სპეციფიკის კომპანიებისათვის, კერძოდ სადისტრიბუციო, სამშენებლო, სასტუმრო, საწარმოო, მიკრო-საფინანსო, სამედიცინო, ტურიზმის, გადაზიდვის, ვაჭრობის (რითეილი), კვების, უძრავი ქონების, კერძო დაცვითი, სარეკლამო და სხვა სპეციფიკის კომპანიებისათვის, რომელთა ყოველდღიური სამუშაო პროცესები არ საჭიროებენ მრავალმხრივ, მოცულობით ან/და განსაკუთრებული სირთულის იურიდიულ მხარდაჭერას. აღნიშნული ტიპის კომპანიებისათვის საუკეთესო გამოსავალია „სამართლის გზის“ აუთსორს იურიდიული მომსახურებით სარგებლობა, რაც მნიშვნელოვნად დაზოგავს მათ ფინანსებს, ხოლო საქმიანობას გახდის დაცულს სამართლებრივი რისკისგან.

აუთსორს იურიდიული მომსახურება მრავალი წელია მეტად აპრობირებული მეთოდია ამერიკული და ევროპული კომპანიების ყოველდღიურ სამუშაო პროცესში, რადგანაც მისი სპეციფიკა ხასიათდება მთელი რიგი უპირატესობებით მის ტრადიციულ ანალოგთან მიმართებაში.

საგნის სიღრმისეული ცოდნის, მრავალმხრივი გამოცდილებისა და სხვა პროფესიული ღირებულებების გარდა, „სამართლის გზის“ ნიშას წარმოადგენს კლიენტთა მომსახურების მაღალი სტანდარტი, კვალიფიციური სამართლებრივი სერვისი და კლიენტთა ინტერესებზე ორიენტირებული საქმისწარმოება, რაც ჩვენთან ურთიერთობას ხდის მეტად კომფორტულსა და უშუალოს, არ ტოვებს სივრცეს ურთიერთობაში დაფარული და ბუნდოვანი ადგილებისათვის და მიმართულია კლიენტთათვის შესაძლო საუკეთესო სამართლებრივი პერსპექტივის მიღწევისაკენ.

მიუხედავად მოღვაწეობის მოკლე პერიოდისა „სამართლის გზამ“ უკვე შეძლო ადგილობრივი მსხვილი საბაზრო ეკომონიკის სუბიექტების ნდობის მოპოვება და ეტაპობრივად კუთვნილ ადგილს იმკვიდრებს ქართულ სამართლებრივ სივრცეში. კომპანიაში არსებული სხვადასხვა პროფილის სამართალმცოდნეები, დამკვეთისათვის ქმიან იურიდიული მომსახურების მიღების საშუალებას სწორედ იმ იურისტებისაგან, რომელთაც აქვთ ყველაზე შესაფერისი ცოდნა და გამოცდილება კონკრეტული მიმართულებით.

გქონდეთ იმედი, რომ ნებისმიერი იურიდიული სირთულის არსებობის მიუხედავად, თქვენი სამართლებრივი რეალობის გუმჯობესებისათვის ჩვენ მოვიძიებთ თქვენზე მორგებულ გზას. იურიდიული კომპანია „სამართლის გზა“ - ღირებული სამართლებრივი მხარდამჭერი.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
02/08/2018
S
Saba Chikviladze
S