იურიდიული დახმარების სამსახური

იურიდიული მომსახურება
5
(1 შეფასება)
თბილისი, თ. მეფის გამზ. 14

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash

 იურიდიული დახმარების სამსახური არის, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საიდენტიფიკაციო კოდი: 204534058
 

იურიდიული დახმარების სამსახური სახელმწიფო ორგანიზაციაა, რომელიც უზრუნველყოფს უფასო სამართლებრივ დახმარებას სოციალურად დაუცველი - გადახდისუუნარო მოქალაქეებისათვის. სამსახური 2007 წლის ივლისში შეიქმნა და დღეისათვის, იურიდიული დახმარების ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების მეშვეობით, საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას მოიცავს.

უფასო იურიდიული დახმარება გულისხმობს ისეთ მომსახურებას, როგორიცაა:

  • უფასო იურიდიული კონსულტაცია ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე;
  • სამართლებრივი დოკუმენტაციის (განცხადება, შუამდგომლობა და სხვ.) შედგენა;
  • საზოგადოებრივი ადვოკატის მომსახურება სისხლის სამართლის პროცესში, ბრალდებულის, მსჯავრდებულისა და გამართლებულისათვის;
  • საადვოკატო მომსახურება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების საქმეებზე;
  • ადვოკატის მომსახურება ისეთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე, რომელსაც შედეგად შეიძლება დაპატიმრება მოჰყვეს;
  • ადვოკატის მომსახურება იმ ბრალდებულებისა და მსჯავრებულებისა, რომელთა მიმართ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მიმდინარეობს დისციპლინური სამართალწარმოება;
  • საზოგადოებრივი ადვოკატის მომსახურება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის გარკვეულ საქმეებზე;
  • წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოში;

იურიდიული დახმარების სამსახური უფასო მომსახურებას უზრუნველყოფს ბიუროების, საკონსულტაციო ცენტრებისა და მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრის მეშვეობით.

 

წარმომადგენლობა სასამართლოში

ვინ ითვლება გადახდისუუნაროდ იურიდიული დახმარების მიზნებისთვის?

იურიდიული დახმარების სამსახურის უფასო საადვოკატო მომსახურებით სარგებლობა შეუძლია იმ ბრალდებულსა და მსჯავრდებულს, რომელიც ”სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” რეგისტრირებული ოჯახის წევრია და მისი სარეიტინგო ქულა შეადგენს 70 ათასს ან ნაკლებს და აგრეთვე, გაკვეული კატეგორიების პირთათვის, 100 ათასს ან ნაკლებს.

განსაკუთრებულ შემთხვევებში, სამსახურის დირექტორის მიერ საზოგადოებრივი ადვოკატი შეიძლება დაენიშნოს იმ პირსაც, რომელიც არ არის გადახდისუუნარო და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც დასტურდება დოკუმენტებით, თვითონ ვერ გაიღებს საადვოკატო მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

არასრულწლოვანთა დაცვა

2016 წლის 01 იანვრიდან იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს გამართლებულს და დაზარალებულს უფასო იურიდიული დახმარებით. არასრულწლოვანი მოწმე ამ უფლებით ისარგებლებს, თუ იგი გადახდისუუნაროა. აღნიშნული უფლებით ისარგებლებენ ასევე 18-დან 21 წლამდე ასაკის ბრალდებულები.

ადვოკატი სავალდებულო წესით ენიშნება ბრალდებულს:

  • თუ არასრულწლოვანია;
  • თუ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა;
  • თუ აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მას საკუთარი დაცვის განხორციელებაში;
  • თუ გამოტანილია განჩინება (დადგენილება) სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ;
  • თუ ჩადენილი ქმედებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით;
  • თუ მასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე;
  • თუ სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო;
  • თუ თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას;
  • თუ გააძევეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
  • თუ არაიდენტიფიცირებული პირია;
  • საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.

იურიდიული დახმარება თავისუფლებააღკვეთილთათვის

პატიმრობის კოდექსის შესაბამისად, 2010 წლის 1 ოქტომბრიდან, უფასო იურიდიული დახმარება ხელმისაწვდომია იმ ბრალდებულებისა და მსჯავრებულებისათვის, რომელთა მიმართ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მიმდინარეობს დისციპლინური სამართალწარმოება.

კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, დისციპლინური სახდელის შეფარდებისას, ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეძლევა უფლება ისარგებლოს თარჯიმნის და ადვოკატის მომსახურებით. ხოლო, თუ ბრალდებული/მსჯავრდებული გადახდისუუნაროა და არა აქვს საშუალება საკუთარი ხარჯებით მოიწვიოს დამცველი, მას საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნება.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეები

2011 წლის 1 მარტიდან იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს საადვოკატო მომსახურებას იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე, რომლებსაც სახდელის სახედ მოჰყვება დაპატიმრება.

არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარება

2010 წლის აგვისტოდან იურიდიული დახმარების სამსახური უფასო საადვოკატო მომსახურებას უზრუნველყოფს თუ არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების ან/და ვადის გაგრძელების შესახებ საქმეს განიხილავს სასამართლო.

სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეები

2015 წლის 15 აპრილიდან იურიდიული დახმარების სამსახური უფასო საადვოკატო მომსახურებას უზრუნველყოფს “იურიდიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის 231 მუხლიდან გამომდინარე, საქმის სირთულისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, თუკი პირი გადახდისუუნაროა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის შემდეგ საკითხებზე:

  • საოჯახო სამართლიდან გამომდინარე დავები (განქორწინება, ალიმენტის დაკისრება, არასრულწლოვნის ინტერესების დაცვა და სხვ.);
  • მემკვიდრეობის სამართლიდან გამომდინარე დავები;
  • სოციალური დახმარება და პენსია;
  • დევნილთა უფლებები;
  • ჯანმრთელობის დაცვა და პაციენტთა უფლებები;
  • ვეტერანთა და საომარ მოქმედებებში დაღუპულთა ოჯახის სოციალური დაცვა;
  • პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა სოციალური დაცვა;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა.

ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა საქმეები

2015 წლის 01 აპრილიდან იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია იმ ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთათვის, რომელთა მხარდამჭერის მიმღებად ცნობის საკითხსაც განიხილავს სასამართლო.

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვა

2015 წლის 01 იანვრიდან იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს გადახდისუუნარო ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის უფასო საადვოკატო მომსახურებას, თუ იგი მოითხოვს ადვოკატის დანიშვნას.

თავშესაფრის მაძიებელთა დაცვა

2016 წლის 01 იანვრიდან იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს საადვოკატო მომსახურებას იმ თავშესაფრის მაძიებლისათვის, რომლის ლტოლვილის სტატუსის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის ან გაუქმების ან თავშესაფრის მიცემის საკითხთან დაკავშირებული დავაც უნდა განიხილოს სასამართლომ მიუხედავად მისი გადახდისუნარიანობისა,

სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეზე ადვოკატი სავალდებულო წესით ენიშნება პირს, თუ:

  • არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარება უტარდება;
  • მხარდაჭერის მიმღებ პირად საცნობია;
  • თავშესაფრის მაძიებელია;

ადვოკატის გამოყოფის პროცედურა

  • ბენეფიციარს შეუძლია სისხლის, სამოქლაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნის თხოვნით მიმართოს იურიდიული დახმარების სამსახურს პირადად, ნათესავის, ახლობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით.
  • ამისათვის მან იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსის/საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტის სახელზე უნდა შეადგინოს განცხადება, სადაც დაასაბუთებს საზოგადოებრივი ადვოკატის გამოყოფის აუცილებლობას. ანუ, უნდა მიუთითოს ის სოციალურ-ეკონომიკური პირობები, რომელიც ცხადყოფს, რომ მას ან მის ახლო ნათესავს არა აქვთ ადვოკატის აყვანის საშუალება.
  • საზოგადოებრივი ადვოკატი, საქმიდან გამომდინარე, ინიშნება განცხადებით მიმართვიდან დაუყოვნებლივ, ან არა უმეტეს 2 დღის ვადაში.
  • სამოქალაქო/ადმინისტრაციულ სამართლის საქმეზე ადვოკატის გამოსაყოფად უნდა არსებობდეს სამი წინაპირობა: პირი უნდა იყოს გადახდისუუნარო, საქმე უნდა იყოს რთული და მნიშვნელოვანი და დავის საგანი წარმოადგენდეს იურიდიული დახმარების სამსახურის დისკრეციას.
  • იურიდიული დახმარების სამსახური ვერ დანიშნავს ადვოკატს, თუ პირი უკვე სარგებლობს სხვა შეთანხმებით მოწვეული ადვოკატის მომსახურებით.

 

იურიდიული კონსულტაცია

იურიდიული კონსულტაცია გულისხმობს უფასო სამართლებრივ რჩევას ნებისმიერ საკითხზე.

იურიდიული დახმარების სამსახურში კონსულტაციის მისაღებად რაიმე დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო არ არის, თუმცა სრულფასოვანი კონსულტაციის მისაღებად, უმჯობესია, წარმოდგენილი იყოს ბენეფიციარის სამართლებრივ პრობლემასთან დაკავშირებული დოკუმენტები. იურიდიული დახმარების სამსახურის უფასო კონსულტაციით სარგებლობა ნებისმიერ პირს შეუძლია. კონსულტაციის ფარგლებში, საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლებელია სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებაც, თუმცა ამისთვის პირი უნდა აკმაყოფილებდეს გადახდისუუნარობის კრიტერიუმებს.

მიიღეთ ონლაინკონსულტაცია სკაიპისა და ფეისბუქის მეშვეობით.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
19/01/2018
S
Saba Chikviladze
S