სასტუმრო ლაერტონ თბილისი

სასტუმრო
5
(1 შეფასება)
თბილისი, ი.ქურხულის ქ.14

ჩვენ შესახებ

მუშაობს ყოველდღე 24 საათით

გადახდის ტიპი

visa master-card cash prime-card maestro bank-transfer american-express
მინი-ბარი
ბარი
ონლაინ რეგისტრაცია
საკონფერენციო დარბაზი
ალკოჰოლი
ლანჩმენიუ
ჯგუფებისთვის მოსახერხებელი
ტრანსოპრტით მომსახურება
ტერასა
საკუთარი ეზო
დაჯავშნა
პარკინგი
Wi-fi

მაღალი კლასის ბუტიკ-სასტუმრო "ლაერტონ თბილისი" მდებარეობს ძველი თბილისის შუაგულში, შემაღლებულ ადგილას და თაბორის, სოლოლაკის, მთაწმინდისა და მახათას მთების თვალწარმტაცი ხედებით არის გარშემორტყმული. სასტუმროს ასეთი ცენტრალური ადგილმდებარეობა განაპირობებს მის სიახლოვეს თბილისის კულტურულ-გასართობ დაწესებულებებთან, ქალაქის ისტორიულ და ბიზნეს-ცენტრთან.

სასტუმრო „ლაერტონ თბილისში“ 34 კეთილმოწყობილი ოთახია, სადაც ყველაფერია სტუმრის მაქსიმალური კომფორტისათვის. ვერანდის სტილის ტერასებიდან მთაწმინდის, ფუნიკულიორის, ნარიყალას ციხესიმაგრის, დიდებული სამების ტაძრისა და ძველი თბილისის უბნების უმშვენიერესი ხედები იშლება.

„ლობი ბარის“ მყუდრო გარემო სტუმრებს ბუხართან მოსვენების, უგემრიელესი კერძებისა და სასმელების დაგემოვნების საშუალებას აძლევს. სასტუმროს ბოლო სართულზე მდებარე „ელიონი ვერანდა“ კი საუკეთესო ადგილია სასაუზმოდ, სავახშმოდ და საუცხოო ხედებით დასატკბობად. უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ჩვენი საკონფერენციო და საბანკეტო დარბაზები იდეალურია საქმიანი შეხვედრების, ქორწილებისა და კორპორატიული საღამოების მოსაწყობად.

სასტუმრო “ლაერტონ თბილისი” წარმოადგენს ახალ ქართულ ბრენდს. ეს არის ადგილი, სადაც ერთმანეთს ავსებს საერთაშორისო დონის მაღალხარისხიანი სერვისის სტანდარტი და ცნობილი ქართული სტუმართმოყვარეობა. „ლაერტონის“ გუნდი გულითადად ზრუნავს თითოეული სტუმრის კმაყოფილებაზე. ჩვენი სლოგანია: „ჩვენ ვქმნით განსხვავებას... სიამოვნებით!“

მეტის ნახვა

მიმოხილვები

**********
13/01/2017
Z
Zura Mosakhlishvili
Z

თეგები