ქუთაისის უნივერსიტეტი

უმაღლესი სასწავლებელი
5
(1 შეფასება)
ქუთაისი, ა. წერეთლის ქ. 13

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

ქუთაისის უნივერსიტეტი არის,შპს ქუთაისის უნივერსიტეტი, საიდენტიფიკაციო კოდი:212677094

ქუთაისის უნივერსიტეტის მისია და მისი მიზნები

ქუთაისის უნივერსიტეტის მისიაა იმერეთის მხარეში იყოს საუკეთესო:
საქართველოს და მსოფლიოს სხვა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებისათვის ბიზნეს და ეკონომიკური ცოდნის მიწოდებაში, შესაბამისი აკადემიური ღირებულებების ფორმირებაში, მათი შენარჩუნებისა და გამოყენების უნარის განვითარებაში;
კვალიფიციური, ღრმა კომპეტენციის, კრიტიკულ სიტუაციებში ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღების უნარისა და მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ეკონომისტთა ახალი თაობების მომზადებაში;
სრულფასოვანი მოქალაქეების, თანამედროვე ლიდერების ჩამოყალიბებაში, რომლებიც მზად იქნებიან თამამად შეხვდნენ აწმყოს გამოწვევებს და თავიანთი პროფესიონალიზნით გაამდიდრონ მომავალი;
კრეატიულობასა და ნოვატორულობაში;
რეგიონული და საერთო-სახელმწიფო მნიშვნელობის სოციალურ-ეკონომიკური კვლევების განხორციელებაში, საკუთარი სამეცნიერო პოტენციალის სრული გამოყენებისა და მის შემდგომ განვითარებაზე გამოუდმებული ზრუნვის პირობებში;

მისიის განხორციელების პროცესში ქუთაისის უნივერსიტეტი წარმატებით ჭრის შემდეგ კონკრეტულ ამოცანებს:
სტუდენტზე ორიენტირებული გამართული სასწავლო პროცესის ორგანიზება;
სტუდენტების, მეცნიერ-მკვლევარების და აკადემიური პირების მობილურობის ხელშეწყობა;
საზოგადოებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების მომზადება, რეალიზაცია და მათ განახლებაზე მუდმივი ზრუნვა;
ბიზნესის სხვადასხვა ფუნქციონალური სფეროების მიხედვით სპეციალისტთა გადამზადება, დამატებითი განათლების მისაღებად მრავალფეროვანი პროგრამების შემუშავება და უწყვეტი განათლების (Life Long Learning) სისტემის ფუნქციონირება;
სტუდენტთა და მსმენელთა კარიერის განვითარებაზე ზრუნვა და კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობა;
საგანმანათლებლო პროცესის მატერიალურ-ტექნიკური და ინფორმაციული უზრუნველყოფის სისტემეტიური სრულყოფა;
მაღალპროფესიონალი კადრების მოზიდვა და ჩართვა საგანმანათლებლო თუ სამეცნიერო-კვლევით პროცესებში;
გამუდმებული ზრუნვა საკუთარი თანამშრომლების ცოდნის განახლებასა და მათ კვალიფიკაციის ამაღლებაზე;
მმართველობითი გადაწყვეტილებების ოპტიმიზაცია, უნივერსიტეტის მართვაში თანამშრომლებისა და სტუდენტების ჩართულობის უზრუნველყოფა;
ხარისხის მენეჯმენტის სისტემის განვითარება;
რეგიონულ განვითარებაში სამეცნიერო-კონსალტინგური მონაწილეობა;
უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამეცნიერო კვლევების ფინანსური მხარდაჭერა;
საგრანტო პროექტებში მონაწილეობისათვის არეალის გაფართოების ხელშეწყობა როგორც ქვეყნის, ისე საერთაშორისო მასშტაბით;
თანამშრომელთა შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის სათანადო პირობებისა და მატერიალური სტიმულირების სისტემის სრულყოფა;

უნივერსიტეტის მიზანია მოამზადოს სპეციალისტი, რომელიც ღრმა პროფესიული უნარ-ჩვევების გარდა ფლობს ეთიკურ და ზნეობრივ ნორმებს, იცნობს და პატივს სცემს მშობლიურ და სხვა ერების კულტურას. 
აცნობიერებს რა თავის მისიას, უნივერსიტეტი ეძებს ახალ, პროგრესულ გზებსა და მეთოდებს, რათა მზად შეხვდეს თანამედროვე გამოწვევებს, არ ჩამორჩეს საქართველოს უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებს, იყოს შესაბამისობაში ბოლონიის პროცესის მოთხოვნებთან და საკუთარი სტრატეგიის ფორმირების პროცესში ითვალისწინებდეს მსოფლიო ტენდენციებს.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
25/06/2018
S
Saba Chikviladze
S