ქროლ მედიქალ ქორფორეიშენი

კლინიკა
5
(1 შეფასება)
თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 44

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

ქროლ მედიქალ ქორფორეიშენი არის, შპს ქროლ მედიქალ ქორფორეიშენი, საიდენტიფიკაციო კოდი:404941532

 

შ.პ.ს ,, KMC“ (KROL MEDICAL CORPORATION) აერთიანებს ორ ცენტს KMC-ვაკე და KMC –ნაძალადევი .

საოჯახო მედიცინის ცენტრში ხორციელდება ორივე სქესისა და ყველა ასაკის

პაციენტების უწყვეტი, ყოვლისმომცველი, კოორდინირებული, საოჯახო მედიცინის

სისტემაზე დაფუძნებული, საზოგადოების თითოეული წევრისათვის ხელმისაწვდომი

სამედიცინო მომსახურება, რომელიც მოიცავს ჯანმრთელობის ხელშეწყობას,

დაავადებების პრევენციას, ფართოდ გავრცელებული დაავადებების სამკურნალო და

სარეაბილიტაციო ღონისძიებებს, მათ შორის, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობაზე

ზრუნვას, ოჯახის დაგეგმვას, პალიატიურ მზრუნველობას და ა. შ;

  • ვაკე და KMC –ნაძალადევი თავაზობს ყველა ასაკის პაციენტებს

 

  •  დაწესებულებაში არსებული სამსახურების ფართო პროფილს:

 

1. სამკურნალო სამსახური:

საოჯახო მედიცინა;

ბავშვების სამედიცინო პატრონაჟი;

თერაპია;

პედიატრია;

კარდიოლოგია/კარდიორევმატოლოგია (მოზრდილთა და ბავშვთა);

ოტოლარინგოლოგია;

ოფთალმოლოგია;

ენდოკრინოლოგია (მოზრდილთა და ბავშვთა);

ნევროლოგია (მოზრდილთა და ბავშვთა);

ქირურგია ზოგადი (მოზრდილთა და ბავშვთა);

რევმატოლოგია;

დერმატო-ვენეროლოგია;

ონკოლოგია;

მეანობა და გინეკოლოგია;

სტომატოლოგია თერაპიული და ქირურგიული;

ფსიქიატრია;

ნარკოლოგია;

უროლოგია;

ნეფროლოგია;

ტრავმატოლოგია-ორთოპედია;

ალერგოლოგია;

 

2.პროფილაქტიკური სამსახური:

 

  • -ვაქცინაცია;

 

3. დიაგნოსტიკური სამსახური:

რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა;

ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა;

ფუნქციონალური დიაგნოსტიკა;

ლაბორატორიული გამოკვლევა;

 

4. რეაბილიტაციის სამსახური:

ფიზიოთერაპია;

  •  ფიზკულტურა და სპორტული მედიცინა;
  •  

საოჯახო მედიცინის ცენტრი დაკომპლექტებულია პროფესიონალი და საქმისადმი თავდადებული ადამიანების გუნდით, რომლებიც გვაძლევს საშუალებას გავაკეთოთ აქცენტი სამედიცინო

მომსახურების ხარისხზე და პაციენტთა ნდობაზე.

პროფესიული განვითარებისა და განთლების მიღების უზრუნველყოფისათვის შექმნილია სასწავლო ცენტრი, სადაც მიმდინარეობს პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისთვის სამედიცინო

პერსონალის ოჯახის ექიმებად და ზოგადი პრაქტიკის ექთნებად მომზადება-გადამზადება.

სასწავლო ცენტრს გააჩნია აკრედიტაცია პროფესიული მზადების სასწავლო პროგრამაში-,,მომიჯნავე სპეციალობების ექიმების ოჯახის ექიმად გადამზადების საასწავლო პროგრამა”

(აკრედიტირებულია დიპლმისშემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლების საბჭოს მიერ 2006 წლის 16 ივნისის სხდომაზე).

სასწავლო ცენტრს გააჩნია სწავლებისათვის მაქსიმალურად იოლად ადაპტირებული სალექციო დარბაზები, ოთახები-პრაქტიკული მეცადინეობისათვის, რომლებიც აღჭურვილია

ტრეინინგისათვის აუცილებელი ტექნიკური რესურსით.

ოჯახის ექიმებისა და ზოგადი პრაქტიკის ექთნების მზადება მიმდინარეობს KMC-ვაკესა და KMC –ნაძალადევის სასწავლო ცენტრებში, სადაც სასწავლო პროგრამებს უძღვებიან გამოცდილი

ექიმები და ზოგადი პრაქტიკის ექთნები და მენეჯერები.

საოჯახო ცენტრის მიზანია - პაციენტებისათვის ხარჯეფექტური, გეოგრაფიულად და ფინანსურად ხელმისაწვდომი, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიწოდება საოჯახო

მედიცინის პრინციპებზე დაფუძნებული კლინიკური საქმიანობის დამკვიდრების გზით და საკონსულტაციო მომსახურების მოცულობის გაფართოება.

ცენტრის ოჯახის ექიმები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თავისი კომპენტენციის ფარგლებში უწევენ პირველად მრავალპროფილურ სამედიცინო მომსახურებას ყველა

ასაკის ორივე სქესის პირებს ექიმის პროფესიული საქმიანობის სტანდარტებისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ კლინიკური პრაქტიკის

ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინების) და კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლების) შესაბამისად.

 

საოჯახო მედიცინის პრაქტიკის ძირითადი მიმართულებებია:

  1.  პევენციული ღონისძიებების მ. შ სკრინინგული ღონისძიებების განხორციელება ავადობის თავიდან აცილებისა და დაავადებიანობის შემცირებისათვის ყველა ასაკისა და ორივე სქესის

 

  •  
  • იმუნიზაცია (ბავშვებსა და მოზრდილებში);
  • ბავშვთა ფსიქო-მოტორული განვითარების შეფასება;
  • ჯანმრთელ პირთა სამედიცინო მეთვალყურეობა;
  • ხანდაზმულთა რეგულარული სამედიცინო მეთვალყურეობა;
  • რეპროდუქციული ასაკის ქალთა ჯანმრთელობის დამკვიდრება;
  • სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენცია;
  • არასასურველი ორსულობის პრევენცია-ოჯახის დაგეგმვა;
  • ორსულთა სამედიცინო მეთვალყურეობა;
  • მოზარდთა ჯანმრთელობის დამკვიდრება;
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენცია;
  • ავთვისებიან სიმსივნეთა პრევენცია (სკრინიგულ და საგანამანათლებლო პროგრამებში აქტიური მონაწილეობის გზით);
  • ტრავმატიზმისა და უბედური შემთხვევბის პრევენცია საგანმანათლებლო პროგრამებში აქტიური მონაწილეობის გზით:
  1.  მიმაგრებული კონტიგენტის სანიტარული განათლება, როგორც ინდივიდუალურად, ასევე პოპულაციის დონეზე;

 

  1.  დაავადებების გამოვლენა პრესიმპტომურ სტადიაზე ყველა ასაკისა და ორივე სქესის პაციენტებისათვის;

 

  1.  დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკა ყველა ასაკისა და ორივე სქესის პაციენტებისათვის;

 

  1.  უკვე ჩამოყალიბებული დაავადებებისა და მათი დაავადებების დიაგნოსტიკაყველა ასაკისა და ორივე სქესის პაციენტებისათვის;

 

  1.  მწვავე დაავადებების მართვა ყველა ასაკისა და ორივე სქესის პაციენტებისათვის;

 

  1.  ქრონიკული დაავადებების მართვა და პაციენტებზე უწყვეტი მეთვალყურეობის უზრუნველყოფა, დაავადებების მართვის მეცნიერულად დასაბუთებული გაიდლაინებისა და

 

პროტოკოლების თანახმად ყველა ასაკისა და ორივე სქესის პაციენტებისათვის;

 

  1.  აქტიური მკურნალობის შემდგომი რეაბილიტაცია ყველა ასაკისა და ორივე სქესის პაციენტებისათვის;

 

  1.  დახმარება ტერმინალური მდგომარეობების დროს (პალიატიური მკურნალობა)ყველა ასაკისა და ორივე სქესის პაციენტებისათვის;

 

  1.  გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ამბულატორიულად და ბინაზე ყველა ასაკისა და ორივე სქესის პაციენტებისათვის;

 

  1.  მცირე ქირურგიული მანიპულაციების ჩატარება (ამბულატორიულად და ბინაზე)ყველა ასაკისა და ორივე სქესის პაციენტებისათვის;

 

  1.  ყველა ის სამედიცინო მომსახურება, რაც ყველა ასაკისა და ორივე სქესის პაციენტს ამბულატორიულ-პოლიკლინიკური სამედიცინო დახმარების დონეზე შეიძლება ჩაუტარდეს;

 

  1.  ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩატარება, რაც პირველადი ჯანმრთელობის დაცვის დონეზეა შესაძლებელი;

 

  1.  პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ექსპერტიზა და ყველა სახის ცნობის გაცემა, რაც პირველადი ჯანმრთელობის დაცვის დონეზეა შესაძლებელი არსებული კანონმდებლობის

 

  •  

 

  1.  პაციენტებისათვის სამკურნალწამლო დანიშნულების რეცეპტის გამოწერა მ. შ ფსიქოტროპულ და ნარკოტიკულ საშუალებებზე;

 

  1.  სამედიცინო მომსახურების სხვა დონის დაწესებულებებში პაციენტების რეფერალი მიმართვის და საოჯახო მედიცინის პრაქტიკაში უკან დაბრუნების ორგანიზაციული ასპექტების

 

 

სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით დაწესებულებაში ფუნქციონირებს ხარისხის კონტროლის ჯგუფი, რომელიც ახორციელებს სამედიცინო მომსახურების

ხარისხის შეფასებას. შეფასება ემყარება:

  1.  სამედიცინო მომსახურების ხარისხის უწყვეტ გაუმჯობესებას, კლინიკური,სამკურნალო, პროფესიული სტანდარტების შესრულების ხარისხს.
  2.  პაციენტთა კმაყოფილების კვლევას.
  3.  პაციენტთა სამართლებრივი უფლებების რეალიზების მდგომარეობას.
  4.  უწყვეტი პროფესიული განათლების პროცესში მონაწილეობის მიღება-დაგეგმვას.
  5.  მუდმივ მონიტორინგს.

ჩვენი ცენტრი ქმნის გარემოს, სადაც პაციენტები თავს დაცულად გრძნობენ, თანამშრომლები ამაყად, ხოლო პარტნიორები კი კმაყოფილები არიან.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
30/06/2018
S
Saba Chikviladze
S