კრევეტები.ჯი

კაფე
(0 შეფასება)
თბილისი, 27 იური გაგარინის ქუჩა, Tbilisi, Georgia

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-დან - 02:00-მდე შაბ: 10:00-დან - 02:00-მდე კვ: 10:00-დან - 02:00-მდე

გადახდის ტიპი

american-express cash master-card visa
შეკვეთის შესაძლებლობა
კვება
მიტანის სერვისი

კომპანიის დასახელება - krevetebi.ge, ჩვენი ამბავი მართლაც რომ ცინცხალია. დიახ, დიახ, ჩვენი ისტორიის შექმნა დავიწყეთ 2019 წლიდან. სტარტაპის სახელიც და თემატიკაც პროდუქციის უნიკალობამ და გამორჩეულობამ განაპირობა. თავად კრევეტი სწორედაც, რომ ჩვენს სავიზიტო ბარათად იქცა.

დღესდღეობით განვითარების პირველ ნაბიჯებს ვდგამთ და წარმოგიდგენთ სწრაფ კვებაზე მორგებულ უგემრიელეს აზიურ სამზარეულოს, საინტერესო შემადგენლობის მენიუთი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჩვენთან ასევე, შეგიძლიათ დააგემოვნოთ საფირმო ბურგერი საქონლის ხორცით. ჩვენი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენთან შეგიძლიათ მიირთვათ მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი ხარისხის, ჯანსაღი პროდუქციისგან დამზადებული უგემრიელესი კერძები, რომლის მომზადებაც ხდება თქვენს თვალწინ, უმოკლეს დროში.

krevetebi.ge , ლოკაცია - გაგარინის № 27 ნომრის მიმდებარედ. ობიექტი, რომელიც გათვლილია დასაქმებულ სეგმენტზე, რომელსაც დროის სიმცირის გამო არ აქვს საშუალება გემრიელად, და იმავდროულად ჯანსაღად წაიხემსოს. ჩვენი სამზარეულო მათთვისაა, ვისაც უყვარს აზიური სამზარეულო, ზღვის პროდუქტები და იმ ადამიანებისთვის, ვისაც ყველაზე მეტად უნდა, რომ დღის ნებისმიერ მონაკვეთში მიიღოს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო, ახლად დაწურული, ვიტამინებით გაჯერებული, ნატურალური, ცოცხალი (ფრეშ) წვენი, ყველანაირი ქიმიური დანამატების გარეშე.

და ბოლოს, krevetebi.ge არის თავისუფალი, კრეატიული, თანამედროვე, მოტივირებული და ყველაზე მეგობრული გუნდი, რომელიც ორიენტირებულია წინსვლასა და ახალი ისეების დანერგვისაკენ, ისწრაფვის და მუდმივად ახორციელებს სამომხმარებლო საჭიროებების მონიტორინგს, რათა პირველებმა მოგაწოდოთ ის რაც თქვენ გსურთ.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

ამ დროისთვის კომპანიაზე არ არის არცერთი შეფასება

იყავი პირველი, შეაფასე კომპანია

თეგები